რანიერი „ლესტერში“ ტოტის მოწვევას გეგმავს – „The Sun“

თარიღი: თებერვალი 26, 2016

„რომას“ კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი, შესაძლოა, „ლესტერ სიტიში“ გადაბარგდეს, იტყობინება „The Sun“-ი.

წყაროს ინფორმაციით, ინგლისური კლუბის მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი, რომელსაც ტოტისთან რომში უმუშავია, 39 წლის ვეტერანის მოწვევას გეგმავს. „რომასთან“ მოქმედი კონტრაქტი „იმპერატორს“ მიმდინარე წლის ივნისამდე აკავშირებს, ამიტომ მას სამუშაო ადგილის შეცვლა თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუძლია.

წინა კვირას „მგლების“ კაპიტანმა თავისი გუნდის თავკაცი ლუჩანო სპალეტი გააკრიტიკა.

გარდა ამისა, რომელელები ტოტისთან ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად მზად არიან, რომელიც 2017 წლამდე იმოქმედებს.

მსგავსი სიახლეები