რანიერი:” მარეზი თავისუფალია, მას კლუბის დატოვება ნებისმიერ დროს შეუძლია”
“ლესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, კლაუდიო რანიერიმ ყველასათვის ნათელი გახადა ის ფაქტი, რომ რიად მარეზს კლუბში არავის აკავებს და რომ მას ნებისმიერ დროს შეუძლია სხვა კლუბში გადაბარგება.
“ბუნებრივია, რომ ყველა ფეხბურთელის შენარჩუნება გვსურს. ჩვენ რიადის გვჯერა, თუმცა თუკი ის გადაწყვეტს, რომ წასვლა უნდა და მეტყვის: ‘ბოს, ძალიან მინდა იქ წასვლა’ მე მას გავუშვებ და წარმატებებს ვუსურვებ.
პირველ რიგში მინდა ის, რომ თითოეული ის ფეხბურთელი, რომელიც ჩვენს რიგებში ირიცხება ბედნიერი იყოს. ადრე თუ გვიან ჩვენც გავიზრდებით, როგორც კლუბი და გავხდებით უფრო დიდი. რა თქმა უნდა არა ისეთი, როგორიც “რეალი” და “ბარსელონაა”.
მე რომ რიადი ვყოფილიყავი, ჩემს თავს ვეტყოდი: ‘ ჩემი გადაბირება ძალიან ბევრს სურს, ამიტომაც მე მათ უკეთესი თამაში უნდა ვაჩვენო, რათა ჩემით დაინტერესდნენ.’