რაფაელ ნადალმა 34 წლის ასაკში ეს პირველად გამოსცადა – ინციდენტი მაყურებელთან (ვიდეო)
11 თებერვალს, ავსტრალიის ღია პირველობაზე მსოფლიოს მეორე ჩოგანი რაფალე ნადალი ამერიკელ მაიკლ მოს დაუპირისპირდა და მეტოქე სამ სეტში (1:6, 4:6, 2:6) დაამარცხა.
მეორე სეტის მიმდინარეობისას, ტრიბუნაზე მყოფმა ერთ-ერთმა ქალბატონმა ნადალს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა. ამ შემთხვევაში მან ესპანელი ჩოგბურთელის ჩვევებზე გააკეთა აქცენტი. როგორც იცით, ნადალი, ჩაწოდების წინ მუდმივად ერთი და იმავეს იმეორებს.
ქალბატონმა, რომელსაც, დიდი ალბათობით, ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული, 34 წლის სპორტსმენს შუა თითიც უჩვენა. მალე ის ტრიბუნიდან გაიყვანეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნადალმა ამ ინციდენტზე ისაუბრა: “არ ვიცი, რა მოხდა. ალბათ, ბევრი ჯინი ან ტეკილა მიირთვა. სიმართლე გითხრათ, ძალიან უცნაური სიტუაცია იყო, მაგრამ სახალისოც. სასაცილოა, როცა მე ვიღაც შუა თითს მიჩვენებს. ამან გამაკვირვა, მაგრამ ამავდროულად ვფიქრობდი: “საწყალი გოგონა”. ალბათ, მთვრალი იყო.”
A fan has been BOOTED from the match for unsavoury language and flipping the bird to Rafael Nadal! 💥😂
Incredible scenes.
WATCH: @Channel9
STREAM: https://t.co/7uAf53PWTv #9WWOS #AusOpen #AO2021 pic.twitter.com/jgjv7b1GX2— Wide World of Sports (@wwos) February 11, 2021