რაფაელ ვარანი: “ზიდანი ნახევარღმერთია!”
მადრიდის “რეალის” ცენტრალურმა მცველმა, რაფაელ ვარანმა საკუთარ მწვრთნელზე, ზინედინ ზიდანზე ისაუბრა. ასევე, მან ჟოზე მოურინიოსთან მუშაობის პერიოდიც გაიხსენა.
“არ არსებობს სიტყვები, რომელიც “ზიზუს” ზუსტად დაახასიათებს. საფრანგეთში ის ჩემი თაობისთვის ნახევარღმერთია. ბედნიერი ვარ, რომ მასთან მუშაობის ბედნიერება მაქვს. იმედია, ეს პერიოდი დიდ ხანს გაგრძელდება.”
“მოურინიოსთან ცუდი გამოცდილება მივიღე. ის პირველი სეზონის დასაწყისში, ფაქტობრვად, არ მათამაშებდა. ამის მიზეზი დღესაც არ ვიცი. ხოლო, როცა მწვრთნელს ვესაუბრე, სამი დღის შემდეგ მან “მანჩესტერ სიტისთან” ძირითად შემადგენლობაში დამაყენა. მაშინ 19 წლის ვიყავი. არ ვიცი, მოურინიო მაშინ რამდენად კარგად მიცნობდა, თუმცა მისი ეს გადაწყვეტილება გამოწვევად მივიღე. მატჩი კარგად წარიმართა და იმის შემდეგ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა,” – აცხადებს რაფაელი.