რაფაელ ვარანმა, შესაძლოა, “ელ კლასიკო” გამოტოვოს
ლა ლიგა სანტანდერის 35-ე ტურის შეხვედრაში ერთმანეთს კატალონიის “ბარსელონა” და მადრიდის “რეალი” დაუპირისპირდებიან. “ელ კლასიკოს” წინ, “ბლანკოსის” გულშემატკივართათვის უსიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს ესპანური პრესა: შესაძლოა, დედაქალაქელთა მცველმა, რაფაელ ვარანმა ტრავმის გამო ეს ჯახი გამოტოვოს.
ფრანგმა სპორტსმენმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში, “ბაიერნის” წინააღმდეგ, მიიღო წვივის უკანა კუნთის ტრავმა. მან დღეს განცალკევებით ივარჯიშა. ზინედინ ზიდანი, თავის დაზღვევის მიზნით, აპირებს, რომ ვარანი ბარსელონაში არ წაიყვანოს და სრულად გამოჯანმრთელების საშუალება მისცეს. თუმცა, ეს საბოლოო გადაწყვეტილება არაა.
“რეალისთვის” საეჭვო ფეხბურთელი ისკო ალარკონიცაა, რომელსაც მხრის ტრავმა აქვს. ხოლო, ასი პროცენტით გარკვეულია, რომ “კლასიკოს” დანიელ კარვახალი გამოტოვებს.