რაფინიამ ოთხი გამორჩეული ლეგენდა დაასახელა
კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა, რაფინიამ თითოეულ პოზიციაზე თავისი გამორჩეული ლეგენდები დაასახელა. ალკანტარამ ოლივერ კანი, პაოლო მალდინი, მაზინიო და რონალდო გამოარჩია.
მეკარე – ოლივერ კანი
“ოლივერ კანი ჩემი საყვარელი მეკარეა. როცა ვიზრდებოდი, მის თამაშებს ვუყურებდი. ის ძალიან ძლიერი მეკარე იყო, რომელიც აგრესიულობითა და რეფლექსებით გამოირჩეოდა.”
მცველი – პაოლო მალდინი
“მას იმ ყველაფრის გამო ვირჩევ, რაც ფეხბურთს მისცა. ის მრავალმხრივი, ძლიერი და ტექნიკური მცველი იყო.”
ნახევარმცველი – მაზინიო
“როცა ვიზრდებოდი, მის თამაშებს ვუყურებდი. ყველაფერი მისგან ვისწავლე. ვფიქრობ, ის ძალიან ტექნიკური იყო და დაცვაში და შეტევაში კარგად მოქმედებდა.”
თავდამსხმელი – რონალდო
“ჩემი აზრით, მისი მსგავსი თავდამსხმელი არ არსებობს – ტექნიკა, სისწრაფე, საშემსრულებლო ოსტატობა. ის სრულყოფილი იყო.”