რაფინიას მსურველები ინგლისშიც გამოუჩნდნენ
კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველი, რაფინია ძალიან ახლოსაა იანვარში “ბლაუგრანას” დატოვებასთან და მსურველებიც საკმაოდ ჰყავს.
ინგლისურ პრესაში გავრცელებულ ცნობებს თუ დავუჯერებთ, 24 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის გადაბირებას იტალიურ “მილანთან” ერთად ლონდონური “არსენალიც” შეეცდება.
ლონდონური კლუბის თავკაცი, არსენ ვენგერი რაფინიას მესუთ იოზილის შემცვლელად მოისაზრებს. “მეტოფეებს”, “როსონერის” მსგავსად ბრაზილიელის არენდის წესით აყვანის ვარიანტიც მოსწონთ.
საგულისხმოა ისიც, რომ რაფინიას ადრეც ჰქონდა “კამპ ნოუს” დატოვების შანსები, მაგრამ ის არჩევანს მუდამ მშობლიურ კლუბში დარჩენაზე აკეთებდა.