“რაპიდმა” “ლასკს” სძლია – ქვილითაია შეუცვლელად!
დღეს ავსტრიის ბუნდესლიგაში მე-15 ტურის შეხვედრები გაიმართა.
ერთ-ერთ დაპირისპირებაში ვენის “რაპიდი” ლინცის “ლასკს” ესტუმრა. მატჩში სტუმართა დომინირება შეიმჩნეოდა, რაც ანგარიშშიც აისახა. ჯერ 25-ე წუთზე მურგმა გაუტანა მასპინძლებს, ხოლო 12 წუთში შვაბმა ორამდე გაზარდა სხვაობა. 68-ე წუთზე ბერიშამ ერთი ბურთ გაქვითა. საბოლოოდ, დედაქალაქელებმა ანგარიშით, 2:1 იმარჯვეს.
საგულისხმოა, რომ “რაპიდის” ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი თავდამსხმელი, გიორგი ქვილითაია, რომელსაც გოლი არ გაუტანია და მე-19 წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო. იგი 70-ე წუთზე ჟოელინტონით შეცვალეს.
ამ მოგების შემდეგ საქართველოს ნაკრების შემტევის გუნდი 29 ქულით მესამე პოზიციას იკავებს. მომდევნო ტურში ვენური კლუბი მეორეადგილოსან “სალზბურგს” დაუპირისპირდება, რომელისაც “რაპიდზე” ორით მეტი ქულა დაუგროვდა, თუმცა ერთით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული.