რაპინო: “არავის აინტერესებს რა ხდება ქალი ფეხბურთელების კონტრაქტში”
ამერიკის შეერთებული შტატების ქალთა საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავი, მეგან რაპინო, კიდევ ერთხელ საუბრობს ქალთა და მამაკაცთა ფეხბურთის განმასხვავებელ თავისებურებებზე.
შეგახსენებთ, რომ დეკემბრის თვეში აშშ-ს ქალთა ნაკრებმა მოიპოვა ჩარტერული რეისებით გადაადგილების, შტაბის წევრების ოდენობის გაზრდისა და მოედნის ბუნებრივ საფარზე თამაშის უფლება.
“მინდვრის ხელოვნურ საფარზე თამაში ძალიან რთული არის ჩვენი სხეულებისთვის. ყოველი მატჩის შემდეგ ფეხები გვტკივა. გარდა ამისა, ბურთი განსხვავებულად მოძრაობს და მუდმივად ფეხი გვისტის.
რაც შეეხება ფინანსურ მხარეს. ყველამ ძალიან კარგად იცის, თუ რა არის გაწერილი მამაკაცი ფეხბურთელების კონტრაქტში. მაგრამ არავის აინტერესებს რა ხდება ქალი ფეხბურთელების კონტრაქტებში. რატომ? იმიტომ რომ იქ საამაყო არაფერია. ეს უნდა შეიცვალოს,” – აცხადებს რაპინო.