რას აჩუქებს ჩირო იმობილეს მეუღლე სერია A-ს ბომბარდირობისა და ჩემპიონატის მოგებისათვის?

თარიღი: მაისი 1, 2020

“ლაციოს” თავდამსხმელის, ჩირო იმობილეს მეუღლემ, ჯესიკამ პირობა დადო, რომ თუ მისი ქმარი გუნდთან ერთად სერია A-ს მოიგებს და ამავდროულად ჩემპიონატის ბომბარდირიც გახდება, მას და მის ქმარს კიდევ ერთი შვილი ეყოლებათ.

ჯესიკა სოციალურ ქსელ ინსტაგრამის პირდაპირ ეთერში იყო, როცა მან ეს პირობა დადო. კითხვაზე, თუ რას აჩუქებდა მეუღლეს ამ დიდი მიღწევისათვის, მისი პასუხი ასეთი იყო: “კიდევ ერთი შვილი”.

აღსანიშნავია, რომ წყვილს უკვე სამი შვილი ჰყავთ – მატეო, ჯორჯია და მიჩელა.

“ლაციო” სერია A-ს ცხრილში მეორე ადგილს იკავებს და პირველ პოზიციაზე მყოფ “იუვენტუსს” ერთი ქულით ჩამორჩება. იმობილე ბომბარდირთა დავას 27 გოლით ლიდერობს და უახლოეს მდევარ კრიშტიანო რონალდუს ექვსი გოლით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები