რას მოგვიტანს 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი?

თარიღი: თებერვალი 1, 2015

რამდენიმე დღის წინ ეუფაში მიღებული გადაწყვეტილებით 2017 წელს საქართველო 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს მიიღებს. ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნისთვის აღნიშნული ღონისძიების მასპნიძლობა დიდ პრესტიჟთან ერთად ასევე დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. თუმცა, ხარჯები ქართულ ფეხბურთში ინვესტირებადაც შეიძლება ჩაითვალოს, რადგან საქართველოში სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციასთან ერთად ხსენებული ტურნირის შემდეგ ჩვენს ქვეყანას კიდევ რამდენიმე გამართული მოედანი და სტადიონი შეემატება, რაც დღესდღეობით უდიდეს პრობელმას წარმოადგენს.

ტურნირი საკმაოდ ტრადიციულია და 1948 წლიდან, ფიფას იუნიორთა ლიგის სახელით ტარდებოდა. პირველად ახალგაზრდა მოთამაშეებმა საუკეთესო გუნდი ინგლისში გამოვლინეს და იმ გათამაშებაში გამარჯვებულები სწორედ მასპინლძები გახდნენ. 1955 წლიდან ტურნირის საორგანიზაციო საკითხები უკვე უეფამ გადაიბარა. 1980 წლიდან გათამაშებას 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი დაერქვა, ხოლო 2001 წლიდან კი ასაკის ზედა ზღვარი შეიცვალა და მას შემდეგ გათამაშების ფორმატი უცვლელია.

ტურნირის საქართველოში ჩასატარებლად ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ სფფ-ს შემდეგი მოთხოვნები წარუდგინა:

● საჭირო ინფრასტრუქტურა – სასტუმროები

ორი სასტუმრო  – 132 ოთახით (გუნდები, უეფა, ოფიციალური პირები) – ოთხი გუნდი თითო სასტუმროში.

ერთი სასტუმრო – 30 ოთახით (მსაჯები)

(ოთახების ზუსტი რაოდენობა – რამდენი ორადგილიანი და რამდენი ერთადგილიანი ოთახია საჭირო, მოცემულია რეგულაციებში)

● მგზავრობის მანძილი

სავარჯიშო მოედნები სასტუმროდან დაშორებული უნდა იყოს არაუმეტეს 15-30 წუთის სავალ გზაზე.

მანძილი სასტუმროდან სათამაშო სტადიონამდე უნდა იყოს არაუმეტეს 1 საათის სავალ გზაზე.

● სტადიონები

სათამაშო – 4 ძირითადი და 1 სარეზერვო სტადიონი – უეფას მე-2 ან მე-3 კატეგორიის.

ჩემპიონატის მონაწილე რვა გუნდს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური სავარჯიშო მოედანი.

ამ სტანდარტებიდან გამომდინარე ჩემპიონატის მასპნიძელ სტადიონებად რუსთავის “ფოლადი”, “მცხეთა პარკი”, გორის “თენგიზ ბურჯანაძე” და თბილისის “მიხეილ მესხი” დასახელდნენ. სათადარიგო სტადიონის ფუნქციას კი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მეორე მოედანი აიღებს საკუთარ თავზე. ნათელია, რომ ხსენებული არენების რეაბილიტაცია და დამატებითი სავარჯიშო მოედნების მოწყობა საქართველოში ფეხბურთის განვთარებას წაახალისებს. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ ტურნირის მასპინძლობაში დასავლეთი საქართველოც ყოფილიყო ჩართული, თუმცა ინფრასტრუქტურა სამწუხაროდ ამის საშუალებას არ იძლევა. არადა, ტურნირის ორ ცენტრად ჩატარება მას გაცილებით საიტერესოს გახდიდა და ამ მოვლენით გაცილებით მეტი მაყურებელიც გაიხარებდა.

მასპინძლობის კიდევ ერთი პლიუსი ის არის, რომ საქართველოს ნაკრები ფინალურ ეტაპზე, ანუ საუკეთესო 8 გუნდში, საკვალიფიკაციოე ტაპის გარეშე მოხვდება. რთული გამოსათველი არ არის, რომ 2017 წელს ევროპის ჩემპიონატზე გოჩა ტყებუჩავს 17-წლამდელებს მოუწევთ ასპარეზობა. ამ გუნდმა ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარებულ საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა და ელიტ-რაუნდის საგზურიც მოიპოვა. ახლა კი 17-წლამდელები სწორედ გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებიან, რათა 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატზეც შეძლონ თამაში. მარტში გასამართ ელიტ-რაუნდში ჩვენი გუნდის მეტოქეები ჰოლანდიის, ბელგიის და ჩრდილოეთ ირლანდიის გუნდები იქნებიან, ჩემპიონატის საგზურს კი მხოლოდ ერთი გუნდი მოიპოვებს.

u17-team

ცოტა ხნის წინ კი ტყებუჩავას შეგირდებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზეს და კარგი სტარტის შემდეგ, ლატვიასთან და იაპონიასთან წაგებული მატჩების გამო გათამაშება მეხუთე ადგილით დაასრულეს. თუმცა, მთავარია, რომ ამ გუნდს კარგად დაგეგმილი მოსამზადებელი ეტაპი და ყველანაირი პირობა შეექმნას, რათა 2 წელიწადში ტყებუჩავს, ნემსაძის და სტურუას სამწვრთნელო ტრიომ ზვიად სიჭინავს მიერ დასახული მიზნის შესრულება შეძლოს და  ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში ქართველმა გულშემატკივრებმა, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სწორედ საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები იხილოს.

ნაკრებში მართლაც არის რამდენიმე ნიჭიერი, გამორჩეული მოთამაშე. მათი განვითარების სწორად წარმართვის შემთხვევაში კი მნიშვნელოვან წარმატებაზეც შეიძლება ფიქრი. ისიც ფაქტია, რომ ქართული ფეხბურთი ბოლო პერიოდში სწორედ ახალგაზრდულ ასაკებშია ყველაზე წარმატებული და მოდით ჩვენც მივცეთ საკუთარ თავს ოპტიმისტურად ყოფნის უფლება.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ლევანდოვსკიმ ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა

მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა. პოლონელი ფეხბურთელმა მადრიდის “რეალის”...
წაკითხვა
ფეხბურთი

პეტი: “არსენალს” ისეთი დიდი ლიდერი სჭირდება, როგორიც სტივენ ჯერარდია”

ლონდონის “არსენალის” ყოფილი ნახევარმცველი, ემანუელ პეტი, თვლის, რომ უნაი ემერიმ “არსენალში” თავისი შესაძლებლობები ამოწურა და [...
წაკითხვა
ფეხბურთი

დავიდ ვილამ კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო

ესპანური ფეხბურთის ლეგენდამ, დავიდ ვილამ, ფეხბურთელის კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” ყ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერთადერთი შემთხვევა, როცა მესიმ მეტოქეს მაისურის გაცვლა სთხოვა

“ბარსელონას” სუპერვარკსვლავ ლიონელ მესის მეტოქეები მაისურს ხშირად სთხოვენ, თუმცა თავად მან მხოლოდ ერთ ფეხბურთელს სთხოვა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რას აკეთებდა კარიმ ბენზემა “ეიბართან” მატჩის მიმდინარეობისას (ვიდეო)

9 ნოემბერს, ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში მადრიდის “რეალმა” სტუმრად “ეიბარი” 0:4 დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობისას, ბენზემ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიუნდოგანმა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

“მანჩესტერ სიტისა” და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველს, ილკაი გიუნდოგანს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება სთხოვეს. მან [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

სანტიაგო სოლარი “რეალში” დაბრუნდა

მადრიდის “რეალის” ყოფილი ნახევარმცველი და ექს-მწვრთნელი სანტიაგო სოლარი “სამეფო კლუბში” დაბრუნდა. “მარკას” ცნობით,...
წაკითხვა
ფეხბურთი

კიელინი: “სამწუხაროდ, “მილანის” ფანი ვიყავი, თუმცა შემდეგ დავჭკვიანდი

ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდამ პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ ადრეულ წლებში “მილანისა” და პაულო მალდინის ფანი იყო. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

VAR-ის ხელმძღვანელობა: “ინგლისში ჩვენ მუშაობას 7 ქულით შევაფასებდით”

პრემიერ ლიგაში VAR-ის ხელმძღვანელმა და ყოფილი არბიტრმა, ნილ სუორბრიკმა, ბრიტანეთში ახლად დანერგილი სისტემის მუშაობა შეაფასა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონამ” ისტორიაში პირველად წარადგინა მეოთხე ფორმა (ვიდეო)

“ბარსელონამ” ისტორიაში პირველად წარადგინა მეოთხე სათამაშო ფორმა. 2019/20 წლების სეზონის მეორე ფორმა კატალონიის დროშის ფერებში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ სიტი” ზამთარში 100 მილიონს დახარჯავს

პრემიერ ლიგის 2019/20 წლების სეზონის 12 ტურის შემდეგ “ლივერპული” სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს 34 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიხაილოვიჩმა იბრაჰიმოვიჩი “ბოლონიაში” მიიწვია

“ლოს ანჯელეს-გალაქსის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა, იტალიის სერია А-ში დაბრუნდეს, თუმცა არა ქვეყნის რომელიმე წამყვან [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

რაჰიმ სტერლინგი მონტენეგროსთან არ ითამაშებს

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, მონტენეგროსთან გასამართ მატჩში რაჰიმ სტერლინგი ინგლისის ნაკრების განაცხადში აღარ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ივან რაკიტიჩი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ვერ ითამაშებს

კატალონიის “ბარსელონასა” და ხორვატიის საფეხბურთო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ივან რაკიტიჩმა, სლოვაკეთთან და საქართველოსთან გასამართ მატჩებ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფეხბურთელი დავით თარგამაძე “ცეკვავენ ვარსკვლავებში” მონაწილეობს (ვიდეო)

ბოლნისის “სიონის” 30 წლის ფეხბურთელმა, დავით თარგამაძემ “ცეკვავენ ვარსკვლავების” მე-9 სეზონში იღებს მონაწილეობას. საქართველოს ...
წაკითხვა