რას ნიშნავდა კოუტინიოს ჟესტი გატანილი გოლის შემდეგ?
16 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, “ბარსელონასა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გამართულ მატჩში (3:0) ბოლო გოლი ფილიპე კოუტინიომ გაიტანა. კატალონიელთა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ინგლისელთა კარი შორეული დარტყმით დალაშქრა.
გატანილი გოლის შემდეგ, კოუტინიომ თვალები დახუჭა და ყურებზე თითები მიიდო. გულშემატკივართა ნაწილის აზრით, 26 წლის შემტევის ეს ჟესტი მისი კრიტიკოსებისაკენ იყო მიმართული.
მატჩის დასრულების შემდეგ “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს, ერნესტო ვალვერდეს შეკითხვა კოუტინიოს ჟესტზე დაუსვეს.
“ეს მომენტი არ დამინახავს. არ ვიცი, ეს რას ნიშნავს, ამიტომ თავად კოუტინიომ უნდა აგვიხსნას. მიხარია, რომ მან გოლი გაიტანა”, – ციტირებს ვალვერდეს სიტყვებს “მარკა”.
Haters? Respect! pic.twitter.com/5yDmbESsNJ
— Coutinho Deprê (@coutodadepre) April 16, 2019
Coutinho’s goal in slow motions 😍 pic.twitter.com/MHq7IAOAyf
— Football Stuff (@FootbalIStuff) April 16, 2019