რას აღნიშნავს რამოსის თითებზე გამოსახული რიცხვები?
ცოტა ხნის წინ სერხიო რამოსმა ახალი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ “ბლანკოსის” კაპიტანმა თითებზე ტატუ გაიკეთა.
სერხიოს თითებზე გამოსახული აქვს: 35, 90+, 32, 19. როგორც აღმოჩნდა, პირველი და მესამე მათგანი რამოსმა იმიტომ დაიხატა, რომ მშობლიურ კლუბ “სევილიაში” ამ ნომრიანი მაისურებით გამოდიოდა. 90+ – დრო, როცა 2014 წლის ფინალში მცველმა “ატლეტიკოს” თავური გაუტანა. რაც შეეხება ბოლო ციფრს, სწორედ 19 წლის ასაკში გადავიდა რამოსი “რეალში”.