რას წერდა ლევნადოვსკი ხამეს როდრიგესს მუნდიალის დაწყებამდე ექვსი თვით ადრე?

24 ივნისს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ერთმანეთს კოლუმბიისა და პოლონეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩი კოლუმბიელთა გამარჯვებით, 3:0 დასრულდა.
მუნდიალის დაწყებამდე ექვსი თვით ადრე, როცა გაირკვა, რომ კოლუმბიელები და პოლონელები ერთ ჯგუფში (H) მოხვდნენ, რობერტ ლევანდოვსკიმ თანაკლუბელ ხამეს როდრიგესს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართა.
“მახსოვს მსოფლიო ჩემპიონატზე შენს მიერ გატანილი დიდებული გოლები. იმედი მაქვს, შენ რუსეთში გატანილ ჩემს გოლებს დაიმახსოვრებ”, – წერდა პოლონელი თავდამსხმელი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე მუნდიალზე ჩატარებულ ორ მატჩში ლევანდოვსკის გოლი ჯერ არ გაუტანია.
Hola mi Hermano @jamesdrodriguez, I remember your great goals during the last World Cup. I hope you will remember mine from Russia #WC2018 #Russia2018 #PLCOL
— Robert Lewandowski (@lewy_official) December 1, 2017