რას წერენ ირანელი გულშემატკივრები ლაშა ტალახაძის გამარჯვების შემდეგ
6 დეკემბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში 2017 წლის ძალოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა. ტურნირის ბოლო დღეს ლაშა ტალახაძემ იასპარეზა, რომელმაც ორჭიდის ჯამში 477 კგ ასწია და მსოფლიოს ჩემპიონობა მეორეჯერ მოიპოვა. მეორე ადგილზე ირანელი საეიდ ალიჰუსეინი გავიდა, ხოლო მესამე პოზიცია მისმა თანამემამულე ბეჰდად სალიმიმ დაიკავა.
მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელ Instagram-ში, ირანელი გულშემატკივრები ლაშა ტალახაძესთან დაკავშირებით აქტიურობდნენ. ბევრი მათგანი ქართველ ძალოსანს შეურაცხყოფას აყენებდა, ბევრი კი ლაშას წარმატებას ულოცავდა.
“გილოცავ. ოქროს მედალი დაიმსახურე. (ირანიდან)”
“შესანიშნავი ლაშა.”
“დოპინგი.”
“დოპინგი.”
“წარმატებები!”
“გილოცავ!”
“შესანიშნავი!”
“მე ირანელი ვარ, მაგრამ შენ ძალიან კარგი იყავი. წარმატებები, დიდო კაცო!”
“სირცხვილი ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციას.”
“ბეჰდადი საუკეთესოა.”
“წელს დიდებული იყავი… გილოცავ ირანიდან.”
“გილოცავ. ოქროს მედალი დაიმსახურე.”
“ირანიდან: ლაშა, შენ საუკეთესო ხარ!”
“სირცხვილი.”
“გილოცავ.”