რას წერენ რუსი გულშემატკივრები “ლოკომოტივთან” მარცხის შემდეგ?

თარიღი: სექტემბერი 18, 2020

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხედფინალურ ეტაპზე გია ჭიაბრიშვილის “ლოკომოტივმა” წყვილის ფავორიტად შერაცხული მოსკოვის “ლოკომოტივი” დაამარცხა ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

გთავაზობთ რუსი გულშემატკივრების კომენტარებს, ქართულ კლუბთან განცდილი მარცხის შემდეგ.


მატჩის შემდეგ კირილი უხამსი სიტყვებით გამოხატავდა თავის რეაქციას. ის დარწმუნებული იყო, რომ “დინამო” მშვიდად გადალახავდა თბილისურ ბარიერს და აქვე აღნიშნა, რომ “ლოკომოტივის” ბიუჯეტი მაქსიმილიანის ღირებულებაზე ცოტა იყო.

კირილი ილია მედისონმა გაამხნევა და უთხრა, რომ 2-1 გასვლაზე ნორმალური შედეგია, თანაც სტუმრად გატანილი გოლის გათვალისწინებით. სამწუხაროდ, ილიამ არ იცოდა, რომ პანდემიის გამო საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმატჩიანი დაპირისპირებები იმართება.


“თბილისის “ლოკომოტივის” საერთო ღირებულება დაახლოებით 4 მილიონი ევროა, რაც 1 მილიონით ნაკლებია “დინამოს” ფორვარდ კომლიჩენკოს ფასზე. “ლოკომოტივი” 2:1 “დინამო”…”


“ბოლო ორ წელიწადში ტრანსფერებზე 59 მილიონი დახარჯეს და საქართველოს ჩემპიონატის შუაში მყოფ გუნდთან გავარდნენ🤦‍♂️. საინტერესოა, კიდევ სანამდე დაეცემა რუსული ფეხბურთის დონე?”


“წილისყრამდე “ლოკომოტივის” არსებობის შესახებაც კი არ ვიცოდი. მაგრამ თამაშიდან გამომდინარე “ლოკომოტივმა” გამარჯვება დაიმსახურა. “დინამო”, სამწუხაროდ, გავარდა.”



მსგავსი სიახლეები