რას წერენ უკრაინელი ქომაგები გიორგი წიტაიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე?
30 მაისს გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს მოქალაქის პასპორტი მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან მას საქართველოს ნაკრებში თამაში შეეძლება. 20 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის სურვილი ყოველითვის ჰქონდა.
როგორც იცით, გიორგი უკრაინის მოქალაქე იყო და ამ ქვეყნის 20-წლამდე ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონიც გახდა. ის ამჟამად კიევის “დინამოს” ფეხბურთელია.
წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრების მაისურთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რასაც უკრაინელი ქომაგები გამოეხმაურნენ.
“მადლობა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატისათვის და წარმატებები შენს სამშობლოში.”
“სამწუხაროა, რომ უკრაინის ეროვნულ ნაკრებში თამაშის საშუალება არ მოგცეს.”
“იმედი მაქვს, მომავალში ინანებ, რომ უკრაინის ნაკრებში არ ითამაშე. წარმატებებს გისურვებ, რა თქმა უნდა, მაგრამ არ მესმის ეს გადაწყვეტილება.”
“სამწუხაროა, მაგრამ არჩევანი შენია, წარმატებები!”
“მადლობა ყველაფრისათვის, წარმატებები!”
“ყველაფერი სწორია. სწორი გადაწყვეტილება გულიდან მოდის. ის იმსახურებს ეროვნული ნაკრების მაისურს.”
“გილოცავ. არჩევანი შენია. არავის აქვს შენი განსჯის უფლება!”
“სიმართლე გითხრათ, გაოგნებული ვარ. მახსოვს ფინალში კორეელების კარში გატანილი გოლი. არ მესმის, როგორ დაკარგა უკრაინამ ასეთი ფეხბურთელი…”
“აი, რას ნიშნავს ღალატი! ის უკრაინის ჰიმნს მღეროდა, მაგრამ როცა მიხვდა, რომ უკრაინის ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა რთული იქნებოდა და უნდა ებრძოლა, გადაწყვიტა იქ წასულიყო, სადაც უფრო მარტივი იქნებოდა.”