რას წერენ უცხოელი გულშემატკივრები საქართველო-რუმინეთის მატჩის შემდეგ
19 მარტს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურში, საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე რუმინეთი მიიღო და ანგარიშით 38:9 გაიმარჯვა. ამავე დღეს, ექვსი ერის გათამაშებაში, უელსმა იტალია 67:14 დაამარცხა.
ამ ფაქტს სოციალურ ქსელ Twitter-ში რაგბის უცხოელი გულშემატკივრები გამოეხმაურნენ. ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ საქართველოს ნაკრებს “ექვს ერში” მოხვედრის შანსი უნდა მიეცეს.
“დროა იტალიამ “ექვსი ერი” დატოვოს. დღესდღეისობით, საქართველო უფრო ძლიერია.”
Italy need booting out the Six Nations. Georgia are a better side than them these days.
— Tim Bolton (@timbolton1) March 19, 2016
“საქართველო “ექვს ერში” თავის ადგილს იმსახურებს.”
R.I.P Italy. Feel like Georgia deserve a place in the six nations…
— Alex Beech (@Beechy22) March 19, 2016
“საქართველო-რუმინეთისა და იტალიის ნაკრებების მატჩების ყურების შემდეგ, კომენტარს ვერ ვაკეთებ. ვფიქრობ, იტალია “ექვს ერს” უნდა ჩამოშორდეს.”
After watching a bit of Georgia-Romania and some Italy rugby. I have no comment. Italy need a break from the #SixNations .
— Benedict Chanakira (@bchanakira2) March 19, 2016
“დროა, საქართველოსა და რუმინეთს იმის შანსი მისცენ, რომ ფლეი-ოფში იტალიას დაუპირისპირდნენ.”
Time Georgia & Romania have chance to compete play offs with Italy for 6th spot in #SixNations @WalesRugby @RugbyFanatics @sixnationsrugby — Gwynoro Jones (@Gwynoro) March 19, 2016
Italy, 27-0 down, will get thumped in Cardiff after smashed in Dublin.Meanwhile Georgia beat Romania in front of 50,000. Give them a chance!
— Ian Stafford (@IanStaffs) March 19, 2016
“იტალია ანგარიშით 0:27 მარცხდება, საქართველომ კი რუმინეთის 50 000 გულშემატკივრის წინაშე დაამარცხა. მიეცით მათ შანსი!”
Italy, 27-0 down, will get thumped in Cardiff after smashed in Dublin.Meanwhile Georgia beat Romania in front of 50,000. Give them a chance! — Ian Stafford (@IanStaffs) March 19, 2016
“იტალიამ მხოლოდ ერთი კარგი მატჩი ჩაატარა (საფრანგეთთან). ახლა საქართველოსა და რუმინეთის დროა.”
Italy have had one good game against France and have been dreadful otherwise. It is time for Georgia and Romania #WALvITA
— James Barker (@LWOS_JBarker) March 19, 2016
“იტალიელები ძალიან არეულები ჩანან. “ექვსი ერი” განახლებას საჭიროებს. გაუღეთ კარი საქართველოს, რუმინეთსა და რუსეთს.”
#georgiaforsixnations Italy are a shambles. The Six nations needs a refresh. Open up to Georgia, Romania, Russia etc — Parky (@richpuk) March 19, 2016
“რატომ ათამაშებენ იტალიას “ექვს ერში”, როცა საქართველოსა და რუმინეთს იქ მოხვედრის შანსს არ აძლევენ?”
How are Italy allowed in the 6 Nations but Romania and Georgia aren’t
— Zozimus (@Fearganainm) March 19, 2016