რას წერს “რომას” ოფიციალური გვერდი სალაჰზე “ლივერპულთან” მატჩის შემდეგ
2 მაისს, ჩემპიონთა ლიგი ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში “რომამ” საკუთარ მოედანზე “ლივერპული” მიიღო და მეტოქე 4:2 დაამარცხა. ორი მატჩის ჯამში (7:6) ფინალის საგზური “ლივერპულმა” მოიპოვა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელ Twitter-ში, “რომას” ოფიციალურმა გვერდმა კლუბის ყოფილ ფეხბურთელს, მოჰამედ სალაჰს ფინალში წარმატება უსურვა.
“ძალიან საწყენია, რომ “რომამ” ოცნების ახდენა ვერ შეძლო, მაგრამ კიევში შენს ახალ ფერებში იქნები. წარმატებებს გისურვებთ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მოჰამედ სალაჰ”, – ვკითხულობთ პოსტში.
It hurts so much that #ASRoma’s incredible dream of going all the way to Kiev is over but you’ll be there in your new colours.
Good luck in the #UCL final @MoSalah#ForzaRoma #YNWA pic.twitter.com/BOsVgoKLjI
— AS Roma English (@ASRomaEN) May 2, 2018