რაში გამოიყენა რუმინელმა მსაჯმა ჰოლანდის ავტოგრაფები? (ფოტო)
სოციალურ ქსელში ცნობილი გახდა მიზეზი, რის გამოც გუშინდელი მატჩის შემდეგ რუმინელმა მსაჯმა ჰოლანდს ავტოგრაფები სთხოვა. როგორც იცით, ეს შემთხვევა “მანჩესტერ სიტისა” და “ბორუსიას” შორის გამართული მატჩის შემდეგ მოხდა.
როგორც ცნობილი გახდა, რუმინელი მსაჯი ოქტავიან შოვრე 5 წელია, რაც სამედიცინო ცენტრს ეხმარება, სადაც აუტიზმის მძიმე ფორმის მქონე ბავშვები იმყოფებიან. ცენტრი მხოლოდ დონაციების ხარჯზე ფუნქციონირებს.
2015 წლიდან მოყოლებული შოვრე ცენტრს სიმბოლური ნივთებით ამარაგებს, რომელთა გაყიდვაც აუქციონზე არის შესაძლებელი. სწორედ ამ მიზეზით ჩამოართვა ჰოლანდსაც ავტოგრაფი.
Haaland's signed cards will go to an auction to help people with autism.
That's why Romanian ref Sovre was running after Erling last night at the Etihad. #MCIBVB #bvb pic.twitter.com/QcOcNh90jQ— Emanuel Roşu (@Emishor) April 7, 2021