რაში მდგომარეობს ენდი ქეროლის წარმატების საიდუმლო?
იოგას სწავლების ექსპერტი, შეირონ ჰაიდარიპური თვლის, რომ “ვესტ ჰემის” შემტევი, ენდი ქეროლი წარმატებებს იოგაში კარგი მომზადების ხარჯზე აღწევს.
“ეჭვი არ მეპარება, რომ ენდი ქეროლის მსგავს წარმატებებს იოგას დახმარებით აღწევს,” – აცხადებს იოგას გურუ, ჰაიდარიპური Sky Sports-თან საუბრისას.
“ვიცი, რომ ის იოგათი რამდენიმე წლის წინ დაკავდა და დღემდე აქტიურობს. ამის ნათელი მტკიცებულება მის მიერ 2014 წელს, დუბაში გადაღებული ფოტოა.
უბრალოდ დააკვირდით იმ პოზას, რომლითაც მან “კრისტალ პალასს” გოლი გაუტანა. ჩვეულებრივ შემთხვევაში, ფეხბურთელის მუხლი მაშინვე მოიხრებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.”