რასისტული სკანდალის გამო იენს ლემანი “ჰერტადან” გარიცხეს

თარიღი: მაისი 5, 2021

ლონდონის “არსენალისა” და გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარე იენს ლემანი რასისტულ სკანდალში გაეხვა, რის გამოც ბერლინის “ჰერტას” დირექტორთა საბჭოდან გარიცხეს.

სკანდალის მეორე მონაწილე “ბუნდესნაკრების” კიდევ ერთი ექსფეხბურთელი დენის აოგო (ნიგერიული წარმოშობის გერმანელი) გახლავთ, რომელიც დღესდღეობით ტელეარხ “სკაიზე” ფეხბურთის ექსპერტად მუშაობს. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე “მანჩესტერ სიტისა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართული მატჩის დაწყებამდე ლემანმა აოგოს პირადი შეტყობინება გაუგზავნა და მას ხუმრობით უწოდა ადამიანი, რომელიც ტელევიზიაში ფერადკანიანთა კვოტით მიიღეს.

აოგო ლემანის ტესტმა აღაშფოთა და ინსტასთორით ასე უპასუხა: “სერიოზულად ამბობ? ალბათ, ეს სიტყვები ჩემთვის არ იყო გათვლილი”.

თავის მხრივ, ლემანმა “ტვიტერზე” მოიბოდიშა: “პირადი შეტყობინება, რომელიც ჩემი ტელეფონიდან დენის აოგოს მისამართით იყო გაგზავნილი, არასწორად იქნა გაგებული და დენისთან საუბრისას მოვიბოდიშე კიდეც. ის გერმანიის ნაკრების ყოფილი წევრია, შესანიშნავად ერკვევა ფეხბურთში და “სკაის” რეიტინგში თავისი წვლილი შეაქვს”.

თუმცა, ლემანის ბოდიში უკვე დაგვიანებული იყო. “ჰერტას” ხელმძღვანელობამ ამ სკანდალის გამო სამსახურიდან მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. ლემანი კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო და ის საინვესტიციო ჯგუფ Tennor Holding-ის ინტერესებს წარმოადგენდა.

“ლემანის მიერ გაკეთებული განცხადება არანაირად არ ასახავს იმ ღირებულებებს, რომელსაც “ჰერტა” წარმოადგენს. ჩვენ ვემიჯნებით რასიზმის ნებისმიერი ფორმით გამოვლინებას და მივესალმებით კომპანია Tennor Holdingის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ბერლინური კლუბის პრეზიდენტმა ვერნერ გეგენბაუერმა.

televizorebi - ტელევიზორები
მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

თუ ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატს მოიგებს, ფეხბურთელები თმას ფოდენის სტილში შეიღებავე

ინგლისის ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, ფილ ფოდენმა განაცხადა, რომ თუ ინგლისელები ევრო 2020-ს მოიგებენ, გუნდის ყველა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რიად მაჰრეზი მეგობარ გოგონასთან ერთად საბერძნეთში ისვენებს (ფოტო)

“მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელი რიად მაჰრეზი მეგობარ გოგონა ტეილორ უარდთან ერთად საბერძნეთის კუნძულ მიკონოსზე ისვენებს....
წაკითხვა
ფეხბურთი

“ინტერი” ერიქსენის შემცვლელს ეძებს, სახელდება კონკრეტული ფეხბურთელი

დანიის ნაკრების ნახევარმცველ კრისტიან ერიქსენის მოულოდნელად გაჩენილმა ჯანმრთელობის პრობლემამ მილანის “ინტერი” იძულებული გახადა, სატრანსფერ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლორის კარიუსი საბერძნეთში უცნობ ქალბატონთან ერთად ისვენებს (ფოტო)

“ლივერპულის” მეკარე ლორის კარიუსი საბერძნეთში ახალ მეგობარ გოგონასთან ერთად ისვენებს, რომლის სახელიც ჯერ-ჯერობით უცნობია. ბრიტანული [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

“პარი სენ-ჟერმენი” პოგბას ტრანსფერზე იწყებს მუშაობას, პოლის ფასი ცნობილია

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგი ნახევარმცველი, პოლ პოგბა, შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე “პარი სენ-ჟერმენის” ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეშლი იანგი პრემიერლიგაში დაბრუნდა

ინგლისელი ფეხბურთელი ეშლი იანგი მილანის “ინტერიდან” ბირმინგემის “ასტონ ვილაში” გადავიდა. მხარეებს შორის ერთწლიანი შრომითი ხელშ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩისკოს “უოტფორდმა” “ტოტენჰემის” ყოფილი მცველი დაიმატა

“უოტფორდის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც დენი როუზმა კლუბთან ორწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. 30 [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბერნარდუ სილვას ორ ესპანურ გრანდს შორის უწევს არჩევანის გაკეთება

“მანჩესტერ სიტისა” და პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი, ბერნარდუ სილვა, ახალი გამოწვევების წინაშე დგას. Mundo Deportivo-ს [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ევერტონი” “ლივერპულის” შემდეგ? ბენიტესი, შესაძლოა, ინგლისში დაბრუ

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Telegraph ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მერსესაიდული “ევერტონი” რაფაელ ბენიტესს დაუკავშირდა....
წაკითხვა
ფეხბურთი

მარკუს ტურამი, შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგაში ვიხილოთ

მიუნხენგლადბახის “ბორუსიას” ფრანგი ნახევარმცველი, მარკუ ტურამი, შესაძლო ინგლისის პრემიერ ლიგის ბინადარ “ტოტენჰემ ჰოტსპურს” შეუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფოდენმა გასკოინის სტილში გაიკეთა ვარცხნილობა (ფოტო)

“მანჩესტერ სიტისა” და ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველმა, ფილ ფოდენმა, სოციალურ ქსელში თავისი ახალი ვარცხნილობის ფოტო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონა” რაჰიმ სტერლინგის ტრანსფერზე მუშაობს

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი, რაჰიმ სტერლინგი, შესაძლოა კატალონიის “ბარსელონაში” ვიხილოთ. შესაძლო ტრანსფერზე ინფორმაციას Sk...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჩელსი” ჰოლანდის ტრანსფერისთვის ბრძოლაში დაწინაურდა

ჩემპიონთა ლიგის მოგებით გახარებული “ჩელსის” ხელმძღვანელები, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავენ. T...
წაკითხვა