რატომ არ აღნიშნა “ლეგანესის” კარში გატანილი გამარჯვების გოლი ლეო მესიმ?

ესპანური ლა ლიგის 23-ე ტურში “ბარსელონა” ქულების დაკარგვასთან ძალიან ახლოს იყო და ასეც მოხდებოდა, რომ არა ლეო მესის მიერ მატჩის 90-ე წუთზე გატანილი გამარჯვების გოლი (11-მეტრიანი ნიშნულიდან).
თუმცა, იმ ფაქტმა, რომ არგენტინელმა გოლეადორმა ასეთი მნიშვნელობის მქონე გოლი არ აღნიშნა, ბევრის გაკვირვება გამოიწვია.
რატომ არ აღნიშნა გოლი მესიმ?
ბუნებრივია, ეს კითხვა ჟურნალისტებმა ლუის ენრიკესაც დაუსვეს, თუმცა უშედეგოდ: “ეს ეპიზოდი არ მინახავს, ამაზე პასუხს მე ვერ გაგცემთ.”
Messi scored a 90th minute winner and didn't even celebrate it ???? pic.twitter.com/oX15RoJMqp
— Leo Messi (@messi10stats) February 19, 2017
Messi didn't even celebrate his winning goal. Just a hug with Neymar ???????????? pic.twitter.com/o3X1Vsf2W1
— Leo Messi (@messi10stats) February 20, 2017