რატომ არ აღნიშნა თაუნსენდმა “ტოტენჰემის” კარში გატანილი გოლი?
26 იანვარს, ინგლისის ასოციაციის თასზე “კრისტალ პალასმა” საკუთარ მოედანზე “ტოტენჰემი” მიიღო და მეტოქე 2:0 დაამარცხა.
შეხვედრის საბოლოო ანგარიში 34-ე წუთზე ანდროს თაუნსენდმა დააფიქსირა. მან ყოფილ კლუბს, “ტოტენჰემს” გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაუტანა, თუმცა ის არ აღნიშნა. ამის გამო, ერთ-ერთმა გულშემატკივარმა 27 წლის ფეხბურთელი გააკრიტიკა.
გულშემატკივარი: “ანდროს თაუნსენდი კარიერა “ტოტენჰემში” – 50 მატჩი 7 წელიწადში (ბოლოს სამი წლის წინ ითამაშა). ის ცხრაჯერ გაანათხოვრეს. მან ახლახანს “კრისტალ პალასის” მაისურით “ტოტენჰემს” გოლი გაუტანა და არ აღნიშნა. სიტყვა თქვენთვის დამითმია.”
გულშემატკივრის პოსტს თაუნსენდმა უპასუხა და ახსნა, თუ რატომ არ აღნიშნა მშობლიური კლუბის კარში გატანილი გოლი.
“93 მატჩში მივიღე მონაწილეობა და იქ 16 წელი გავატარე, 8 წლიდან 24 წლის ჩათვლით… ამას პატივისცემას ეძახიან იმ კლუბის მიმართ, რომელმაც მე შემქმნა, მეგობარო”, – წერს ფეხბურთელი.
შეგახსენებთ, რომ თაუნსენდი “ტოტენჰემის” აკადემიაში 2000 წელს ჩაირიცხა და მან კლუბი 2016 წელს დატოვა.
Try 93 games and being there for 16 years from the age of 8 till 24…. it’s called a bit of respect to the club that made me mate ✊ https://t.co/JkVQsPv93m
— Andros Townsend (@andros_townsend) January 27, 2019