რატომ არ აპირებდა “საბურთალო” როლოვიჩის დამატებას, რომელმაც გუნდს “დინამოსთან” მოაგებინა?
ეროვნული ლიგის ახალი სეზონი გუშინ “საბურთალოსა” და ბათუმის “დინამოს” დაპირირისპირებით გაიხსნა, რომელშიც გამარჯვება “საბურთალომ” მონტენგროელი ფორვარდის, ოგნიენ როლოვიჩის გოლით მოახერხა.
როლოვიჩი შეცვლაზე შემოვიდა და 20 წუთში დამატაზე პირველი აღმოჩნდა და ეროვნული ლიგის პირველი ბურთიც შეაგდო.
ეს მონტენგროელისთვის “საბურთალოს” რიგებში პირველი ოფიციალური შეხვედრა გახლდათ, მას შემდეგ, რაც ფეხბურთელმა სინჯებზე თითქმის 1 თვე გაატარა და დიდი ხნის განმავლობაში უცნობი იყო, დაიტოვებდა თუ არა გუნდი მას.
“ვარჯიშებზე კარგად ირჯება, მაგრამ თამაშებში ნაკლებად გამოიჩინა თავი” – ასე საუბრობდა გია ჭიაბრიშვილზე თავიდან როლოვიჩზე, თუმცა ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როდესაც თავდამსხმელმა ამხანაგურ მატჩში დუბლის შესრულება მოახერხა და მისი დარჩენის საკითხიც გადაწყვიტა.
25 წლის როლოვიჩი მოქმედ ჩემპიონის ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად იბრძოლებს.
ფოტო: “საბურთალოს” გვერდი