რატომ არ არის ჩისკო “დინამოს” მთავარი მწვრთნელი?

ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონი ხვალ, 16:00 საათზე თბილისის “დინამოსა” და “ვიტ ჯორჯიას” მატჩით დასრულდება.
თუ “დინამო” “ვიტ ჯორჯიას” დაამარცხებს, გუნდი ბათუმის “დინამოზე” საერთოდ აღარ იქნება დამოკიდებული და ჩემპიონობას პირდაპირ მოიპოვებს.
აღსანიშნავია, რომ კლუბის ამ წარმატებაში დიდი წვლილი ჩისკო მუნიოსს მიუძღვნის, რომელიც “დინამოს” ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერია და დღეს სამწვრთნელო პოსტიდანაც შეუძლია ჩემპიონობა.
ჩისკოს ჯერჯერობით სამწვრთნელო ლიცენზია არ აქვს აღებული, რათა მთავარ მწვრთნელად ოფიციალურ დაინიშნოს და სწორედ ამიტომ, ფორმალურად ფელის ვისენტე გახლავთ თავკაცის ადგილზე, ხოლო, ჩისკო არაფორმალურად, დეფაქტო, “ასისტენტის” რანგში უძღვება თბილისელებს.
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის დროს, როდესაც ჩისკო პრესკონფერენციაზე შემოვიდა, რაც ჟურნალისტებს არ გამორჩენია, მუნიოსი მედიას გაეხუმრა: “მწვრთნელმა შანსი მომცა”.
ესპანელი დედაქალაქურ კლუბში 2011 წლიდან 2014 წლამდე ირიცხებოდა და 98 მატჩში 62 გოლი შეაგდო.