რატომ არ ჩამოართვა სიმეონემ კლოპს ხელი?
ჩემპიონთა ლიგაზე “ლივერპულმა” ისტორიაში პირველად შეძლო მადრიდის “ატლეტიკოს” დამარცხება (2-3). მატჩის შემდეგ კამერებმა საინტერესო კადრი დააფიქსირეს – დიეგო სიმეონემ იურგენ კლოპს ხელი არ ჩამოართვა.
“ჩვენ ეს არ მოგვწონს, თუმცა დიახ, სიტუაცია ყველასთვის ნათელია. მე მისთვის ხელის ჩამორთმევა მინდოდა. მისი რეაქცია განსხვავებული იყო.
მომდევნო შეხვედრისას ჩვენ აუცილებლად ჩამოვართმევთ ერთმანეთს ხელს. ეს არაფერია. რა თქმა უნდა, ის გაბრაზებული იყო. გაბრაზებული არა ჩემზე, არამედ – თამასზე,” – განაცხადა კლოპმა მატჩის შემდეგ.
დიეგო სიმეონემ კი ეს ყველაფერი ასე განმარტა – “მატჩის შემდეგ ხელს არავის ვართმევ, რადგანაც ეს არ მომწონს. არ ვთვლი, რომ ეს ჯანსაღი ჟესტია როგორც გამარჯვებულისთვის, ასევე დამარცხებულისთვის. თუმცა, რადგანაც ამან ასეთი რეაქცია გამოიწვია, მომდევნო შეხვედრისას მას აუცილებლად ჩამოვართმევ ხელს.”