რატომ არ დადიან მაყურებლები საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე?

თარიღი: თებერვალი 27, 2015

საქართველოს ჩემპიონატის პრობლემებზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება ყოველთვის მაყურებელთა დასწრებას ეხება, რაც სრულიად საფუძვლიანია. მატჩების დროს ფანკლუბების გარდა, ჩვეულებრივი გულშემატკივრების რაოდენობა, ყველაზე კარგ შემთხვევაში, 200-250 კაცს აღწევს (ისიც რეგიონებში). ამ პრობლემაზე თუნდაც ტელეეთერში ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს არაერთხელ უსაუბრიათ. წინა წლებში სტადიონებზე მაყურებლების მოსაზიდად სხვადასხვა ხერხიც მოფიქრებულა. ასე, 2005 და 2006 წლებშიც სპეციალური წამახალისებელი ვიქტორინებიც არსებობდა, თუმცა ეფექტი მათ არ ჰქონიათ. სამწუხაროდ, 9 წელიწადში არსებითად არაფერი შეცვლილა და უმაღლესი ჩემპიონატის ნებისმიერ მატჩზე უამრავ თავისუფალ ადგილს ნახავთ.

არადა, ნებისმიერ ქვეყანაში საფეხბურთო კლუბის ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყარო სწორედ გაყიდული ბილეთებიდან მიღებული თანხაა. იმის ფონზე, რომ ბევრ ქართულ კლუბს სპონსორიც არ ჰყავს და მხოლოდ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხარჯზე ცოცხლობს, მსგავს შემოსავალს, სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნებოდა. სამწუხაროდ, როგორც უმაღლესი ლიგის, ასევე პირველი ლიგის კლუბების ბიუჯეტი ბილეთებით პრაქტიკულად არ ივსება და გამონაკლისს მხოლოდ ერთეულები თუ წარმოადგენენ. ასევე სათქმელია, რომ არაერთი კლუბის მატჩზე დასწრება თავისუფალია. ასე, რუსთავის „მეტალურგის“ ნებისმიერ საშინაო მატჩზე მისვლა ყველასთვის შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ერთი მხვრივ, ეს კარგია, თუმცა, როდესაც ვხედავთ, რომ იგივე რუსთავულ კლუბსაც კი ფინანსური პრობლემები აქვს და მისი ხელმძღვანელობა ფეხბურთელებს ხელფასებს დროულად ვერ უხდის, ვხვდებით, რომ ამ კუთხით ცვლილებების დრო დადგა. სხვა მხვრივ, ასეთი დაბალი დასწრებს ფონზე, კლუბი მოგების პერსპექტივას ვერ ხედავთ, შესაბამისად, ბილეთს ვერც მაღალ ფასს დაადებს (რაც სრულიად გამართლებულია). თუ, მაგალითად, „მეტალურგის“ მატჩზე 100 კაცი დადის, ათლარიანი ბილეთების არსებობის შემთხვევაში, მაყურებელთა რაოდენობა, მინიმუმ, ორმაგარად შემცირდება. ამგვარად, პირველ რიგში, სტადიონზე მაყურებელთა მოსაზიდად ახალი ხერხების მოფიქრებაა საჭირო.

იმისთვის, რომ მაყურებლებმა სტადიონზე იარონ, მნიშვნელოვანია, კლუბებმა მათი მოთხოვნილებები გაითვალისწინონ. ბევრისგან არაერთხელ გამიგონია, რომ ჩემპიონატის შეხვედრები ცუდ დროს ტარდება. ზამთარში შეხვედრები 15:00 საათზე იწყება, ხოლო მარტიდან მიმდინარე სეზონში გუნდები, ძირითადად, 16:00 საათზე ითამაშებენ. სამწუხაროდ, ძალიან ბევრ სტადიონზე განათების სისტემა არ მუშაობს, შესაბამისად, იქ მატჩის ვერც საღამოს ჩატარება გამოვა, ნორმალურ ტელერეპორტაჟზე საუბარი კი უკვე ზედმეტია. შესაბამისად, კლუბებმა, სპონსორებმა, მუნიციპალიტეტებმა ან თუნდაც ფეხბურთის ფედერაციამ ამ პრობლემის მოსაგვარებლად რაიმე ეფექტური ხერხი უნდა მოიფიქრონ.

ფედერაცია ამდენჯერ ტყუილად არ ვახსენეთ. თუ, მეორე წრის კალენდარს გადავხედავთ, მაშინ აღმოვაჩენთ, რომ არაერთი ტური სამუშაო დღეს ტარდება, რაც ისედაც თითქმის ცარიელ სტადიონებზე ძალიან ცოტა ადამიანს მოიყვანს. კალენდრის შედგენისას, ასეთი პატარა, მაგრამ უმნიშვნელოვანესი დეტალები ყოველთვის გასათვალისწინებელია. არაერთი ტური ოთხშაბათსაც ტარდება და შემდეგი ტურის შეხვედრები შაბათისთვისაა დაგეგმილი. გაცილებით ეფექტური იქნებოდა, თუ ერთი ტური კვირას გაიმართებოდა, შუა კვირას დაგეგმილი შეხვედრები კი – ხუთშაბათს. ურიგო არც ის იქნებოდა, თუ კლუბები, რომელთა სტადიონებზე განათების სისტემა მუშაობს, საშინაო თამაშებს საღამოს ჩაატარებდნენ. დასვენების დღეს საღამოს 19:00 ან 20:00 საათი საკმაოდ კარგი დრო იქნებოდა, რომელიც ტრიბუნებზე მაყურებელთა რაოდენობას გაზრდიდა და ამით სარგებელს მთლიანად ჩემპიონატსაც მოუტანდა.

მატჩებზე საუბრისას, ყველაზე მნიშვნელოვანი არამხოლოდ მათი დაწყების დრო, არამედ მათი ჩატარების თარიღიცაა. მიმდინარე სეზონში საქართველოს ჩემპიონატი გუნდების რაოდენობით რომ გამოირჩევა და ამას არც ისე კარგი შედეგი რომ აქვს, ჩვენს საიტზე არაერთხელ თქმულა. საერთოდ, ცოტა არ იყოს და სასაცილოა, როდესაც უმაღლესი ლიგის სეზონის დარჩენილი ნაწილის კალენდარი მეორე წრის დაწყებამდე მხოლოდ ორი კვირით ადრე ქვეყნდება და თანაც, რამდენიმეჯერ ტურების თარიღებიც იცვლება. რაზე მიანიშნებს ეს ყველაფერი? დასკვნა თქვენ გამოიტანეთ…

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

მოურინიომ “ტოტენჰემის” პირველი სატრანსფერო მიზანი დაასახელა

“ტოტენჰემ ჰოთსპურის” ახალდანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ლონდონური გუნდის პირველი სატრანსფერო მიზანი დაასახელა. პორტუგალიელ ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მალაგას” ყოფილი ფეხბურთელი დაკავებულია, აღმოჩენილია 1 ტონამდე ჰაშიში

“მალაგას” ყოფილი ფეხბურთელი, სერხიო პარდო, ცნობილი როგორც კოკე, ესპანეთის სამეფო პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სნეიდერი: “100 პროცენტით ფეხბურთით რომ მეცხოვრა, მესისა და რონალდუს დონეზე ვითამაშებ

ვეტერანმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა, უესლი სნეიდერმა განაცხადა, რომ მას მესისა და რონალდუს დონეზე თამაში შეეძლო, თუმცა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ედინ ჯეკო, შესაძლოა, ზამთარში პრემიერ ლიგაში გადაბარგდეს

ბრიტანულ პრესაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, “რომას” თავდამსხმელი, ედინ ჯეკო, დიდი ალბათობით, პრემიერ ლიგაში გააგრძელებს [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

კასანომ სკუდეტოს მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა

მილანის “ინტერის” ყოფილი ვარსკვლავი, ანტონიო კასანო, თვლის, რომ ანტონიო კონტეს გუნდს მიმდინარე სეზონში “იუვენტუსის” ჰეგემონიის...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონას” მთავარი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვს

კატალონიის “ბარსელონას” მთავარი ექიმი, რიკარდ პრუნა ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს თანადგომას უცხადებს და მზად არის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი დემეტრაძე გია ცეცაძეზე: “მწვრთნელმა ასეთი რამ არ უნდა გააკეთოს”

საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, გიორგი დემეტრაძემ “პირველი არხის” გადაცემაში ახალგაზრდულ ნაკრებზე ისაუბრა. “განსხვავებით...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი დემეტრაძე: “2-3 თამაში ჩაკვეტაძემ მოგვაგებინა”

საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, გიორგი დემეტრაძემ ნაკრებისა და ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა. “ვაისმა ბელარუსის წინააღმდეგ სწრაფი [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოთარ კაკაბაძე 1 თვეს გამოტოვებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველი, ოთარ კაკაბაძე ტრავმის გამო 1 თვეს გამოტოვებს. კაკაბამ კოჭის ტრავმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორი იქნება ჟოზე მოურინიოს ანაზღაურება “ტოტენჰემში”?

20 ნოემბერს ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე გამოცდილი სპეციალისტი, ჟოზე მოურინიო დაინიშნა. პორტუგალიელმა მწვრთნელმა კლუბთა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰარი კეინმა პოჩეტინოს გამოსამშვიდობებელი წერილი მიუძღვნა

19 ნოემბერს ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მაურისიო პოჩეტინოს გათავისუფლებით ბევრისთვის მოულოდნე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ჟოზე მოურინიო “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელია!

ლონდონის “ტოტენჰემს” ამიერიდან ჟოზე მოურინიო გაწვრთნის. კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა დღეს მთა...
წაკითხვა
ფეხბურთი

მხითარიანი: “იტალიელები სომხებს ჰგვანან”

“რომას” ნახევარმცველმა, ჰენრიხ მხითარიანმა იტალიურ გარემოზე ისაუბრა. სომეხი ფეხბურთელი ამბობს, რომ იტალიელები ხასიათით სომხებს ჰგვანან. [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბელგიის ნაკრები ევრო-2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ყველაზე შედეგიანი გუნდია

ბელგიის ნაკრები 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ყველაზე შედეგიანი გუნდია. “წითელ ეშმაკებს” სამშაბათამდე აქტივში [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ივან პერიშიჩის კომენტარი საქართველოსთან მატჩის შემდეგ

ხორვატიის ეროვნული ნაკრების შემტევმა, ივან პერიშიჩმა საქართველოსთან მოგებული მატჩის (2:1) შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა. “მატჩის […]...
წაკითხვა