რატომ არ გადავიდა სინამდვილეში ალი სისოკო “მილანში” ?
“ასტონ ვილას” მცველმა ალი სისოკომ აღიარა, რომ ზუსტად ხუთი წლის წინ “მილანში” კბილის “პრობლემის” გამო ვერ გადავიდა.
2009 წელს “როსონერი” “პორტუს” სისოკოს ტრანსფერზე შეუთანხმდა. იტალიელები “პორტოს” ფრანგი მცველის სანაცვლოდ 12 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებდა.
თუმცა, სტომატოლოგმა ცენტრალურ მცველს კბილის პრობლემა აღმოუჩინა. პრობლემის აღმოჩენიდან 48 საათის შემდეგ, მილანურმა კლუბმა შეთავაზება გააუქმა.
“პრობლემებმა თავი მაშინ იჩინა, როცა “მილანი” ჩემს კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. თავდაპირველად ყველაფერი კარგად მიმდინარეობდა, იტალიაში წასავლელად მზად ვიყავი, მაგრამ შემდეგ “როსონერიმ” განმიცხადა, რომ კბილის პრობლემები მქონდა და შეთავაზება გააუქმა.”
“მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ საბაბი იყო, რადგან სამედიცინო შემოწმება ორი საათის განმავლობაში უპრობლემოდ გავიარე და კბილის პრობლემაც არ მქონია. “მილანთან” კონტრაქტაც კი ხელი მოვაწერე, შემდეგ შევხვდი იტალიელთა ხელმძღვანელობას, რომელთაც “პორტუსთვის” ტრანსფერის თანხა გაგზავნილი ჰქონდათ. არ შემდგარი ტრანსფერის შემდეგ, დიდი ხანი იმდეგაცრუებული ვიყავი.” -განაცხადა ალი სისოკომ