რატომ არ ქორწინდება იბრაჰიმოვიჩის ორი შვილის დედა ზლატანზე?
“მილანის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ჰელენა სეგერი უკვე 19 წელია, ერთად არიან, წყვილს ორი შვილიც ჰყავს, თუმცა ოფიციალურად მათ ოჯახი არ შეუქმნიათ. სეგერმა კომენტარი გააკეთა, თუ რატომ არ ქორწინდება იბრაჰიმოვიჩზე.
“ზლატანთან ერთად ცხოვრება ძნელია, მაგრამ არც ჩემთან ერთად არის იოლი. მე მას წინააღმდეგობას ვუწევ და სწორედ ამიტომ მოვწონვარ. მეც მნიშვნელოვანი ისტორია მიმაგრებს ზურგს. კარიერა დიდი მსხვერპლთშეწირვით მოვიწყვე. რატომ არ ვქორწინდები მასზე? შესაძლოა, ქორწილმა დამოუკიდებლობის გრძნობა დამაკარგვინოს. არ მინდა, მიცნობდნენ, როგორც მხოლოდ ფეხბურთელის მეუღლეს ან სილამაზის კონკურსის გამარჯვებულს. ხალხმა არ იცის, რამდენს ვსწავლობდი, ვმუშაობდი და ვიბრძოდი.”, – ციტირებს სეგერის სიტყვებს “კორიერე დელო სპორტი”.
50 წლის სეგერი და 39 წლის იბრაჰიმოვიჩი თანაცხოვრებაში 2002 წლიდან არიან. წყვილს ორი შვილი ჰყავს: 14 წლის მაქსიმილიანი და 12 წლის ვინსენტი.