რატომ არ სთოხვა ჰენდერსონმა მესის მაისური?
“ლივერპულის” კაპიტანმა, ჯორდან ჰენრდერსონმა 2018-2019 წლების სეზონში “ბარსელონასთან” დაპირისპირება გაიხსენა და ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.
როგორც იცით, “ლივერპულმა” ესპანური გუნდი ორი მატჩის ჯამში 4:3 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
“ამ დროს არ ფიქრობ: “ღმერთო, ეს ის არის”. თუმცა, რა თქმა უნდა, რეალურად, ის ფეხბურთს უფრო განსხვავებულად თამაშობს, ვიდრე ეს ტელევიზორში ჩანს. მესი ძალიან სწრაფია. გავიხსენოთ მისი ჯარიმა, ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ მან ის გოლი გაიტანა. ყველამ ვიცით, როგორი კარგი მეკარეა ალისონი, მაგრამ მესიმ იქ დაარტყა, სადაც ალისონმა ვერაფერი მოახერხა.
ვთხოვე თუ არა მესის მაისური? არა, ამას არასოდეს გავაკეთებდი. როცა “სანდერლენდში” ვთამაშობდი, როი კინმა მითხრა, რომ თუ ვინმეს მაისურს სთხოვ, ეს იმას ნიშნავს, რომ მის მიმართ მოწიწება ან შიში გაგაჩნია. სახლში ლუის სუარესის მაისურით წავედი. ლუისი კარგი ადამიანი და მან თავისი ფორმა პატივისცემის ნიშნად მომცა, ჩვენ “ლივერპულში” ერთად ვთამაშობდით”, – ციტირებს ჰენდერსონის სიტყვებს “მირორი”.