რატომ არ უნდა დაიმატონ “დინამოებმა” ჯანო ანანიძე?
გავრცელებული ინფორმაციით, ჯანო ანანიძე, დიდი ალბათობით, თბილისის ან ბათუმის “დინამოს” შეუერთდება. ჯანო ორივე გუნდთან აწარმოებს მოლაპარაკებას და სამშობლოში თამაშის ვარიანტს აქტიურად განიხილავს, თუმცა მისი დაბრუნება, შესაძლოა, ნაკლებად წარმატებული გამოდგეს. 3 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა დაიმატონ “დინამოებმა” ჯანო.
ტრავმები
პირველად ტრავმაზე და ქართველ ფეხბურთელზე ძალიან ბევრს ჯანო გაახსენდება. რომ არა კორონავირუსი, ჯანო ტრავმის გამო 26 მარტს ბელარუსთან გასამართ შეხვედრასაც გამოტოვებდა. ანანიძე კარიერის მინიმუმ 1/4 – 3 წელი ტრავმირებული იყო. ეროვნულ ლიგაში მეტ-ნაკლებად ტექნიკურ ფეხბურთს ანიჭებენ უპირატესობას და რუსეთისგან განსხვავებით ნაკლები დაზიანების მიღების შანსი იქნება, მაგრამ “სპარტაკიდან” დაბრუნებულ ჯანოს გაცილებით მეტი მოტივაციით და სიხისტით ეთამაშებიან.
დიდი ხელფასი
პანდემიის კრიზისის ფონზე თითოეულმა გუნდმა გარკვეული ფინანსური დანაკლისი განიცადა და საგანგებო მდგომარეობის დროს, ფეხბურთელებს ხელფასი 30%-დან 70%-მდე შეუმცირეს. ანანიძე “სპარტაკში” ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი მოთამაშე იყო და მისი მდიდრული კონტრაქტი სხვა კლუბში გადასვლაში ყოველთვის დიდ პრობლემას ქმნიდა. ჯანო ორივე “დინამოში” ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება და შეიძლება, მისი კონტრაქტი გუნდებს დიდ ტვირთად დააწვეს. თან იმ შემთხვევაში, თუ ტრავმება კვლავ გააწამეს.
ადაპტაცია გუნდში 6 თვიანი კონტრაქტით
მიუხედავად იმისა, რომ “ანორთოსისში” თემურ ქეცბაია და 5 ქართველი თამაშობდა, ანანიძეს ადაპტაციის პერიოდი ძალიან გაუგრძელდა და ტრავმის მიღებამდე 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა და სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებაზეც საუბარი ზედმეტია. ძალიან რთული სათქმელია, რამდენად შეძლებს ანანიძე 6-თვეში არა სრულ, ისეთ ადაპტაციას, რომელიც ორივე “დინამოს” ევროთასებზე საკვალიფიკაციო ეტაპზე დაეხმარება და პირიქით, პრობლემებს არ შეუქმნის.
ფაქტია, საუკეთესო ფორმაში მყოფი ჯანო ნაკრების შეუცვლელი წევრია, მაგრამ ბოლო პერიოდია თავის თამაშს პრაქტიკულად ვეღარ აჩვენებს და ორივე გუნდს უდიდესი რისკის გაწევა მოუწევს ამ ყველაფრის ფონზე.