რატომ არის მატერაცი “მკვლელი”?

თარიღი: აგვისტო 19, 2017

დღეს ავკაც და ხულიგან ფეხბურთელთა ოჯახის სამაგალითო წევრი, მილანის „ინტერის“ ყოფილი მცველი მარკო მატერაცი 44-ე დაბადების დღეს ზეიმობს. Fanebi.com-ი იხსენებს იტალიელი ფეხბურთელის კარიერის იმ ეპიზოდებს, რისთვისაც მას მეტსახელად „მკვლელი“ დაარქვეს.

როგორც ნამდვილი „ინტერისტა“, მატერაცი ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა მილანურ დერბის. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ის მატჩის მიმდინარეობისას „მილანის“ თავდამსხმელებს ყოველთვის დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალყურს და თუ შესაფერის დროს იხელთებდა, მათ სხეულის რომელიმე ნაწილში კარგად უთავაზებდა კიდეც. 2000-იანი წლების დასაწყისში „როსონერის“ თავდასხმის მთავარ ძრავად ანდრეი შევჩენკო ითვლებოდა. უკრაინელი ფეხბურთელის სხეულის ნაწილზე, ალბათ, არ არსებობს ადგილი, რომელზეც მატერაცის თავისი ალი-კვალი არ დაემჩნია. ქვემოთ მოცემულ ვიდეორგოლში ასახულია მატერაცის ყველაზე უხეში თამაშების ამსახველი მომენტები. მისი ყველაზე ხშირი მსხვერპლი კი სწორედ შევჩენკო გახლდათ.

თავად ანდრეიმ მატერაცის წინააღმდეგ მხოლოდ ერთხელ იუხეშა. 2005 წელს გამართულ მილანურ დერბიში შევჩენკომ თავით მსუბუქად „ურქინა“ იტალიელ მცველს, მატერაცი მაშინვე ძირს დაეცა და დიდი ხანის განმავლობაში არც წამომდგარა. მსაჯი სწორად გაერკვა აღნიშნულ სიტუაციაში და უკრაინელი თავდამსხმელი მოედნიდან არ გააძევა.

მატერაციმ ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული „გმირობა“ მოედანს მიღმა ჩაიდინა. 2004 წელს „ინტერსა“ და „სიენას“ შორის გამართულ მატჩში იტალიელი მცველი სათადარიგოთა სკამზე დარჩა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ მას მთელი შეხვედრის განმავლობაში „ბიანკონერის“ მცველ ბრუნო ჩირილოსთან ეჩხუბა. ფინალურ სასტვენამდე მატერაციმ მას სახეში ხელიც გაარტყა, თუმცა ტელეკამერების ობიექტივში ეს ეპიზოდი ვერ მოხვდა. იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ჩირილოს ჩვენების საფუძველზე „ინტერის“ მცველს გრძელვადიანი დისკვალიფიკაცია მისცა. აღნიშნული მატჩის შემდეგ ჩირილომ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ნათლად ჩანს მატერაცის „გმირული“ საქციელის შედეგი.

ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და მარკო მატერაცის მეგობრობა შვედი თავდამსხმელის „ინტერში“ გადასვლის დროიდან დაიწყო, თუმცა „იუვენტუსში“ იბრას ასპარეზობის პირველივე სეზონში იტალიელმა მცველმა ის უხეშად „მოცელა“.

ზლატანმა მატერაცის რამდენიმე წლის შემდეგ უპასუხა. 2012 წლის თებერვალში გამართულ „მადონინაში“ იბრაჰიმოვიჩმა იტალიელი მცველის წინააღმდეგ კარატეს ილეთი გამოიყენა. მატერაცი მოედნიდან სასწრაფო წესით გაიყვანეს, ზლატანმა კი მატჩის შემდეგ ბოდიში მოიხადა.

ნამდვილი „შედევრი“ გამოუვიდა მარკო მატერაცის ჩემპიონთა ლიგის 2005-06 წლების სეზონის მეოთხედფინალურ ეტაპზე, „ვილიარეალის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში. კუთხურის შესრულებისას იტალიელმა მცველმა იდაყვით ისე ჩაარტყა ხუან პაბლო სორინს სახეში, რომ საბრალო არგენტინელ ფეხბურთელს ძლიერი სისხლდება ძლივს შეუჩერეს, თუმცა „ვილიარეალის“ მოთამაშემ თამაში ვეღარ გააგრძელა. მატერაციმ იმდენად ოსტატურად იუხეშა, რომ თამაშის წესის დარღვევა ვერცერთმა მსაჯმა ვერ შენიშნა. ხულიგანს ყვითელი ბარათიც არ მისცეს.

მარკო მატერაცის მთავარი მიღწევა, რა თქმა უნდა, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ზინედინ ზიდანთან შეტაკება გახლავთ. სიმართლე რომ ვთქვათ, არც ფრანგ ფეხბურთელს იცნობდნენ იტალიაში „ფრთიან ანგელოზად“. „იუვენტუსის“ რიგებში ასპარეზობისას, ზიდანს ხშირად სდებდნენ ბრალს პროვოკაციულ ქმედებებში. ასეა თუ ისეა, ზიზუს გენიას მატერაციმ თავისი ავკაცობა დაუპირისპირა და ამით მიზანსაც მიაღწია. მთელი მატჩის განმავლობაში იტალიელი მცველი ფრანგ ნახევარმცველს ბინძური ფრაზებით „ამკობდა“. შეხვედრის დამატებით დროში ზიდანს მოთმინების ფიალა აევსო. როდესაც მატერაცი ზიზუს დასაც შეეხო, ფრანგმა ვეღარ მოითმინა და მას მკერდში თავი აძგერა. ამის გამო ზიდანი მოედნიდან გააძევეს. ასე დაასრულა ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა მოთამაშის კარიერა. საბოლოოდ, 2006 წლის მუნდიალის თასი იტალიის ნაკრებს ერგო, „სკუადრა აძურამ“ ფრანგები პენალტების სერიაში დაამარცხა, მარკო მატერაცი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

მარკო ვერატი: “რობერტო კარლოსი არ ვარ, მაგრამ მეც კარგი დარტყმა მაქვს”

მარკო ვერატი პრესასთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ის ფეხბურთის თამაშისთვისაა დაბადებული, თუმცა ამავდროულად აღიარებს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოლეკსანდრ ზინჩენკომ ვლადა სედანს ხელი სთხოვა (ფოტო)

“მანჩესტერ სიტისა” და უკრაინის ნაკრების ფეხბურთელმა, ოლეკსანდრ ზინჩეკომ უკრაინელ სპორტულ ჟურნალისტ ვლადა სედან კიევის ოლიმპიურ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: იურგენ კლინსმანმა სამხრეთ ამერიკული ნაკრები ჩაიბარა

“ბაიერნისა” და გერმანიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი თავკაცი, იურგენ კლინსმანი, ეკვადორის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესი: “ჩვენთვის ლა ლიგა ჩემპიონთა ლიგაზე უფრო მნიშვნელოვანია”

კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელი ლიდერი, ლეო მესი, ლა ლიგაში აღებული არასახარბიელო სტარტის შემდეგ საჯაროდ აცხადებს, რომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პოლონელმა ფეხბურთელმა გოლი საკუთარი ნახევრიდან თავური დარტყმით გაიტანა (ვიდეო)

ინგლისის ერთ-ერთ ქვედა დივიზიონში, “ბეშფორდ იუნაიტედის” ფეხბურთელმა, სტეფან გალინსკიმ მეტოქის კარში გოლი საკუთარი ნახევრიდან თავური [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედი” მასიმილიანო ალეგრისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი თავკაცი, მასიმილიანო ალეგრი, შესაძლოა, უახლოეს მომავალში “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელად ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარს პარიზში ქანდაქება დაუდგეს (ფოტო)

ბრაზილიური ფეხბურთის ვარსკვლავს, ნეიმარ ჟუნიორს, პარიზში ძეგლი დაუდგეს. ამ ინფორმაციას თავად ფეხბურთელის ოფიციალური გვერდი ადასტურებს. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დანი ალვეში: “პარიზში ყოფნა მხოლოდ ერთი კვირით არის კარგი”

ვეტერანმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, დანი ალვეშმა, პრესასთან საუბრისას პარიზი, როგორც ქალაქი, საჯაროდ გააკრიტიკა. შეგახსენებთ, რომ 36 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მენდეში: “კრიშტიანუსგან საუკეთესო ჯერაც არ გვინახავს”

ჟორჟე მენდეშმა პრესასთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თავის აგენტს, კრიშტიანუ რონალდუს, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

აპატიებს თუ არა მაქსი ლოპესი იკარდის?

მაქსი ლოპესისა და მაურო იკარდის დაპირისპირების საკითხი არგენტინაში კვლავაც აქტუალური თემაა. როგორც იცით, წლების წინ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰიცფელდი: “ბასტიანისგან დიდებული მწვრთნელი დადგება”

მიუნხენის “ბაიერნის” ლეგენდა, ოტმარ ჰიცფელდი, ბასტიან შვაინშტაიგერს დიდ სამწვრთენლო კარიერას უწინასწარმეტყველებს. შეგახსენებთ, რომ ბასტიან...
წაკითხვა
ფეხბურთი

სერხიო აგუერო ავტოავარიაში მოყვა (ფოტო)

“მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი სერხიო აგუერო, რომელიც საკუთარი ავტომობილით საწვრთნელი ბაზისკენ მიემართებოდა, ავტოავარიაში მოყვა. “მი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხარაიშვილი: “ყველაფერი კარგად არის და უკვე მომდევნო მატჩებზე ვფიქრობ”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი ხარაიშვილმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გიბრალტარის წინააღმდეგ გამართულ [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტორპედო” “საბურთალოს” 17 და 19-წლამდელებით ეთამაშება

ქუთაისის “ტორპედოს” სოციალურ გვერდზე ოფიციალური განცხადება გამოქვეყნდა. “19 ოქტომბერს “ტორპედო” წყალტუბოში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა

“ლივერპულის” მარჯვენა მცველი, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. არნოლდი პირველი მცველი გახდა პრემიერ ლიგის [&helli...
წაკითხვა