რატომ ატარებს ტრენტი 66-ნომრიან მაისურს?
“ლივერპულში” სათამაშო ფორმებზე პასუხისმგებელმა პირმა, ლი რეტკლიფმა, პრესასთან ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის უჩვეულო ნომერზე ისაუბრა. როგორც იცით, ინგლისელი ვარსკვლავი “ლივერპულში” 66-ნომრიან მაისურს ატარებს.
“როდესაც აკადემიიდან გუნდში რომელიმე ფეხბურთელს აწინაურებენ, ყოველთვის ვცდილობთ, რომ დიდი ნომერი მივცეთ. არ გვინდა პატარა ნომრით ითამაშოს, რათა ეიფორიაში არ ჩავარდეს და გადაწყვიტოს, რომ ყველაფერს მიაღწია.
თუმცა ახლა, როდესაც ვხედავთ, როგორ აღნიშნავს ტრენტი ტიტულების მოგებას 66-ნომრიანი მაისურით, ცოტა არ იყოს, უჩვეულო გრძნობას ბადებს ჩვენში. ამის აღწერა ნამდვილად არ შემიძლია. იშვიათია ფეხბურთელი ბედნიერი იყოს ასეთი ნომრის ტარებით.
დარწმუნებული ვარ, რომ ის ჯერაც ვერ აანალიზებს, რამდენად დიდი ფეხბურთელია. უბრალოდ ბედნიერია პირველ გუნდში თამაშით. სიმართლე გითხრათ, ზოგადად ტრენტი არც არაფერს ითხოვს. ის კმაყოფილია იმით, რაც აქვს.
ფეხბურთელები ერთი კარგი სეზონის შემდეგ მალევე ითხოვენ უკეთეს ნომერს, ჩვენც ამის მოლოდინში ვიყავით, თუმცა ამაოდ. მან 66 ნომერი უკვე გახადა სიმბოლური,” – აცხადებს რეტკლიფი.