რატომ ჩაიშალა “ბელენენსეშისა” და “ბენფიკას” მატჩი?
პორტუგალიის ჩემპიონატის მე-12 ტურის მატჩში “ბელენენსეში” საკუთარ კედლებში “ბენფიკას” დაუპირისპირდა. შეხვედრის პირველი ტაიმი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა (0:7), თუმცა მეორე ტაიმში შეხვედრა ჩაშლილად გამოცხადდა.
საქმე ის გახლავთ, რომ კლუბში კორონავირუსის აფეთქების გამო “ბელენენსეში” მოედანზე მხოლოდ ცხრა ფეხბურთელით იყო გამოსული, რომელთაგან ორი მეკარე გახლდათ. აღსანიშნავია, რომ ამ ცხრა ფეხბურთელთა სრული უმეტესობა სარეზერვო გუნდის წევრი იყო.
პირველ ტაიმში “ბენფიკამ” უმცირესობაში მყოფი მეტოქე არ დაინდო და შვიდი უპასუხო გოლი გაუტანა, რის გამოც “ბელენენსეშის” ფეხბურთელებს მეორე ტაიმში მოედანზე გასვლა არ სურდათ.
საბოლოო ჯამში, მატჩის მეორე ნახევარში მასპინძელთა რიგებში მხოლოდ 7 ფეხბურთელი თამაშობდა. ტაიმის დაწყებიდან ორ წუთში კი ერთ-ერთმა მათგანმა ტრავმა მიიღო. წესების თანახმად, კი თამაში ჩაშლილად ცხადდება, როდესაც ერთ გუნდში 6 ფეხბურთელი რჩება.