რატომ დააჯარიმა სფფ-მ “დინამოს” ფანები ახლა 4500 ლარით?

თარიღი: მარტი 19, 2020

ფეხბურთის ფედერაციამ თბილისის “დინამოს” ულტრასები სუპერთასის შეხვედრის მიმდინარეობის გაშვებული პიროტექნიკის გამო 4500 ლარით დააჯარიმა. “დინამოს” ფან-კლუბმა განცხადება გაავრცელა.

“მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რომ ასეთ მძიმე დროსაც კი არ ვავიწყდებით ფანები და მზრუნველობის მიზნით გვაჯარიმებს 4500 ლარით.

როგორც იცით, 23 თებერვალს ჩატარდა სუპერთასის მატჩი, დინამო თბილისი-საბურთალო. რატომღაც ფედერაციამ გადაწყვიტა, რომ სუპერთასი ჩატარებულიყო მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე. დინამო თბილისის ფან-ტრიბუნა “ელიტა” სტადიონზე მისვლისთანავე წააწყდა მცირე პრობლემებს. როგორც აღმოჩნდა მათთვის ცალკე სექტორი არ იყო გამოყოფილი (მსგავსი ფაქტი სხვა ბევრ გასვლით თამაშზეც მომხდარა). ფანებს მოუწიათ უცხო ხალხთან ერთად დადგომა. თავად ფანები ცდილობდნენ აეხსნათ ხალხისთვის, რომ მაქსიმალურად შორს დამსხდარიყვნენ. განსაკუთრებით ისინი, ვინც ბავშვებთან ერთად იმყოფებოდნენ სტადიონზე. იმიტომ, რომ ფან-სექტორზე ჩვეულებრივი ამბავია პირო ტექნიკის გამოყენება და ზოგადად ხმაურია (ბარაბანი, შეძახილები ა.შ). მათი მცდელობის მიუხედავად სექტორი გაივსო უცხო ადამიანებით. იმიტომ, რომ ფიზიკურად სტადიონზე ხალხი ვერ ეტეოდა.
დინამო თბილისი ამ მატჩზე იუნკერების პატივისცემის ნიშნად, შავი მაისურებით თამაშობდა. მაისურებზე გმირი იუნკერების სახელები და გვარები იყო დატანილი. იგივე კონტექსტში დინამოს ფანებმაც გაშალეს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი დროშა, წარწერა “დიდება იუნკერებს” და გაუშვეს შავი ბოლი. ბოლის გაშვების დროს სექტორზე ატყდა ჩოჩქოლი. ბოლს რომ გარიდებოდნენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ცდილობდნენ სხვა მხარეს გადასვლას, რის შემდეგაც დაიმტვრა რამოდენიმე სკამი. ფანებმა კარგად ვიცით, რომ სტადიონზე პირო ტექნიკის გამოყენების შემთხვევაში, ფედერაციის მხრიდან ჯარიმდება კლუბი (რაც დიდი სისულელეა. პირო ტექნიკის გამოყენება თუ დანაშაულია და დასჯადია, რატომ დევს ეროვნული ლიგის ოფიციალურ გვერდზე ქართველი ფანების ფოტოები, სადაც ისინი იყენებენ პირო ტექნიკას), მაგრამ აქ ამაზე არ გვაქვს საუბარი. პირო ტექნიკაზე ჯარიმა გავიგეთ, ავანთეთ, ვისროლეთ და ასე შემდეგ. მაგრამ რა შუაშია სკამების მტვრევა დინამოსთან? ანუ რა გამოდის, იმ სექტორზე სადაც რაოდენობით 3 ჯერ მეტი უცხო ადამიანი იდგნა, ვიდრე “ელიტა”, ყველა “დანაშაული” ფანებს უნდა შეტენოთ? კეთილი ინებეთ და ჯერ ფანებისთვის სექტორის გამოყოფა ისწავლეთ. დინამოს ფანებს ბევრ გასვლაზე ჰქონდათ იმავე თემაზე პრობლემა. ბათუმში, გორში, მარტვილში. გორში საკმაოდ დიდი დაპირისპირება მოხდა იმის გამო, რომ ფანების სექტორი არ იყო გამოყოფილი ადგილობრივებისგან სათანადოდ. ბათუმში უამრავი მცირე დაპირისპერება მოხდა იმის გამო, რომ სტუმართა სექტორზე ბევრი ადგილობრივი მოძრაობდა. მარტვილში “ფანებისთვის გამოყოფილ სექტორზე” ადგილობრივები დაგვხვდნენ, ისხდნენ თავისთვის მზესუმზირას შეექცეოდნენ. მიდი და უხსენი, რომ აი ეს სტუმრების სექტორია და ყველასთვის სჯობს, რომ სხვაგან დაჯდე. მით უმეტეს უბრალო გულშემატკივრის მიმართ არასდროს გვქონია ინტერესი. მაგრამ ბევრი ხისთავიანია და რატომღაც ნორმად თვლიან, რომ სტუმარ ფანებს უნდა აგინონ, ბოთლი ესროლონ და შუა თითები აჩვენონ, მერე ერთი-ორს შემოარტყამ ესეთ “ჯიგრებს” და უკვე პოლიციასთან გიწევს კამათი და ჩხუბი. მარტვილში ადგილობრივებმა გაგვაოცეს, დაინახეს, რომ პოლიციასთან ვკამათობდით შექმნილი სიტუაციის გამო და ამდენი ხალხი თვითონ ადგა და აქ დადექით ბიჭებო შეეშვით მაგათო. ფედერაციის მესვეურნი კი ალბათ “ლოჟაში” ისხდნენ და გაფაციცებით აკვირდებოდნენ რაზე შეიძლებოდა ჯარიმის დაწერა.

ჩემპიონატი შეჩერებულია, ვარჯიშებიც კი არ ტარდება, მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის. ადამიანები ისე, როგორც არასდროს ერთმანეთს უდგანან გვერდში. ამ დროს კი ფედერაცია 23 თებერვალს გამართულ მატჩზე პირო ტექნიკის გამოყენების და სკამების მტვრევის გამო, დინამოს აჯარიმებს 4500 ლარით. ეს რა მარაზმია? საიდან მოგაფიქრდათ ან თუ მოგაფიქრდათ ესეთი “კარგი დრო” როგორ შეგვირჩიეთ?

“ელიტა” შეძლებისდაგვარად სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებს ატარებს. ფანების ყველა ასეთ წამოწყებას კლუბი გვერდში უდგას. ამ პერიოდშიც დინამოს ფანები ემზადებიან მოხალისეების ჯგუფის შესაქმნელად, რათა საჭიროების შემთხვევაში დაეხმარონ მოხუცებს და ისეთ ოჯახებს, რომლებიც თავად ვერ მოახერხებენ საკვებისა და სხვადასხვა აუცილებელი ნივთების შეძენას. რა თქმა უნდა, ამ აქტივობაშიც საჭიროა კლუბის ჩართულობა. ამ დროს კი “ვიღაცას” მოაფიქრდა, რომ 23 თებერვალს სტადიონზე სკამები დაიმტვრა, დინამოს ფანებიც იქ იდგნენ და ხოარ დავაჯარიმოთ 4500 ლარით?” , – წერია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ფედერაციამ ვერ გათვალა (არ ელოდა) წინასწარ მაყურებლის რაოდენობა და მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონი გადაივსო.

Fanebi.com ემიჯნება ყველანაირ ძალადობას და ამავდროულად მიიჩნევს, რომ დღევანდელ დროს ერთად დგომა ყველაზე მნიშვნელოვანია.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გაოცებული მამუკა ჯუღელი და Ishowspeed-ის ყეფა მესის გამოცხადებისას (ვიდეო)

ცნობილმა Youtuber-მა Ishowspeed-მა Ballon d’Or-ის დაჯილდოებაზე ერთ-ერთი საუკეთესო სოლო შოუ შექმნა. ერთ-ერთ მომენტში, როცა მესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარა თავისი ძმის ვიდეოს აქვეყნებს – “თორნიკე ხვიჩაზე უკეთესია!”

ხვიჩა კვარაცხელია თავისი პატარა ძმის, თორნიკეს ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თორნიკეს ძალიან მაგარი მომენტებია. ხვიჩას პირველმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ერთი მშიშარა, ნარცისი ბალოტელია, მეორე პროფესიონალი”

იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დე პაოლამ ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეოას შესახებ ისაუბრა. “კვარა ლეაოზე უკეთესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანები “აიაქსში” არველაძის დანიშვნას ითხოვენ!

ამსტერდამის “აიაქსმა” მორის სტეინი გაათავისუფლა და ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ. “აიაქსის” ფანების ნაწილი გუნდში შოთა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოსიმენი: “კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია”

“ნაპოლის” ნიგერიელმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “კვარაცხელია ჯადოქარია. ჩვენ ერთმანეთთან ბრწყინვა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია შეუჩერებელია! შეასრულააა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ “ვერონას” წინაააღმდეგ დუბლი შეასრულა. ⚽️ 𝐆𝐎𝐀𝐋 | Verona 0-3 Napoli | Kvaratskheliapic.twitter.com/Pz6vgIZZEd — [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიქტორ ოსიმენის უღირსი საქციელი – რაში ედება ბრალი ნიგერიელს?

ვიქტორ ოსიმენის დის ქმარი, ოსიტა ოკოლო სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და “ნაპოლის” ნიგერიელ ფორვარდს დის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სტეინი იბიცადან არ გიყურებდა?” – ნიდერლანდელი ფანები მიქაუტაძეთი აღრთოვ

ჟორჟ მიქაუტაძის პოკერის შემდეგ ნიდერლანდელი გულშემატკივრები “აიაქსის” მთავარ მწვრთნელს, მორის სტეინს მოუწოდებენ, რომ ქართველი ფორვარდის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება!

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება. გიორგი გველესიანის “პერსეპოლისთან” დაპირისპირების შემდეგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარსიას კვარაზე 2.5-ჯერ მეტი ხელფასი აქვს – დღეში 8000 ათასი ევრო

იტალიური პრესის ინფორმაციით, “ნაპოლის” პრეზიდენტი დე ლაურენტისი სერიოზულად ფიქრობს რუდი გარსია ოქტომბერში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფედელე: “ლაურენტისის არჩევანმა აღტაცებული დამტოვა”

ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ფედერიკო ფედელემ “ნაპოლის” ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუკეთესო ამბავი ქართველებისთვის – გარსია და სტეინი…

საქართველოს ეროვნული ნაკრების ორ მთავარ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჟორჟ მიქაუტაძეს ამჟამინდელ მწვრთნელებთან დადებითი ურთიერთობა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს პირადად მოსთხოვა ხელფასის შემცირება

“ნაპოლის” პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს, პოლონელ პიოტ ზელინსკის ხელფასის შემცირება კიდევ ერთხელ მოსთხოვა. ზელინსკიმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არაბიძე ისევ არაა, მაგრამ სანდრო არის – სანიოლის განაცხადი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 9 ოქტომბერს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე ახალ გუნდს ჩაიბარებს?

შოთა არველაძემ, შესაძლოა, ერთ წლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო კარიერა განაახლოს და თურქული “სამსუნსფორი” ჩაიბაროს. “სამსუნმა”...
წაკითხვა