რატომ დაუთმო ბრუნო ფერნანდეშმა მარკუს რეშფორდს პენალტი?
24 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში “მანჩესტერ იუნაიტედმა” საკუთარ მოედანზე “ისტანბულ ბაშაქშეჰირი” მიიღო და მეტოქე 4:1 დაამარცხა.
მატჩის 35-ე წუთზე “მანჩესტერ იუნაიტედის” სასარგებლოდ არბიტრმა პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანების მთავარმა შემსრულებელმა, ბრუნო ფერნანდეშმა ბურთი მარკოს რეშფორდს დაუთმო. უნდა ითქვას ისიც, რომ ბრუნოს ამ ეპიზოდამდე ორი გოლი გატანილი ჰქონდა და შეეძლო ჰეთ-თრიქი გაეფორმებიან.
პორტუგალიელმა განმარტა, თუ რატომ დაუთმო მან რეშფორდს პენალტი.
“რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელს სურს ჰეთ-თრიქის შესრულება. “ვესტ ბრომვიჩთან” მატჩის შემდეგ მარკუსს ვუთხარი, რომ მომდევნო თერთმეტმეტრიანს ის დაარტყამდა. მე ეს არ დამვიწყებია. რეშფორდი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ბომბარდირია და მგონია, რომ მისთვის გოლის გატანა და თვითრწმენის გაძლიერება მნიშვნელოვანია. თუმცა, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ შეასრულებს თერთმეტმეტრიანს, მთავარია, რომ გუნდს გოლი გააქვს”, – განაცხადა ბრუნო ფერნანდეშმა.