რატომ ეძახიან “ბარსელონას” ფანებს “კულეებს”?

თარიღი: თებერვალი 24, 2021

ყველასათვის ცნობილი ფაქტია, რომ “ბარსელონას” გულშემატკივრებს ხშირად “კულეების” სახელწოდებით მოიხსენიებენ. თუმცა, ზოგმა შეიძლება არ იცოდეს, თუ რატომ მოიხსენიებენ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის ფანებს უხამსი სახელით.

მაგალითისთვის, “რეალის” გულშემატკივრებს “მადრიდისტებს” უწოდებენ. ეს სიტყვა კლუბის სახელწოდების ძირიდან არის წარმოქმნილი. თუმცა “კულეს” შემთხვევაში საქმე სხვა შემთხვევასთან გვაქვს.

რატომ ეძახიან “ბარსელონას” ფანებს “კულეებს?”

როგორც ირკვევა, ყველაფერი “ბარსელონას” ძველ სტადიონთან არის დაკავშირებული. “ლურჯ-ბროწეულისფრები” ყოველთვის ისეთ გრანდიოზულ სტადიონზე არ თამაშობდნენ, როგორიც “კამპ ნოუ” გახლავთ.

XX საუკუნის დასაწყისში “ბლაუგრანა” პატარა სტადიონზე ასპარეზობდა, რომლის ტრიბუნებზეც მხოლოდ 6 000 ადგილი იყო ფანებისთვის. მაშინაც კი, “ბარსელონას” გულშემატკივართა რიცხვი მნიშვნელოვნად აჭარბებდა სტადიონის ტევადობას.

სტადიონი ძალიან მარტივი მოწყობის იყო. სტადიონი გარშემორტყმული იყო კედლით და ორსართულიანი ტრიბუნით.

ბილეთების გარეშე დარჩენილ “ბარსელონას” ფანებს ისღა დარჩენოდათ, რომ კედელზე ამძვრალიყვნენ და ისე ედევნებინათ თვალი თავიანთი საყვარელი გუნდის თამაშისთვის.

მაშინ, როდესაც “ბლაუგრანას” გულშემატკივრები კედელზე ისხდნენ, გამვლელები მხოლოდ მათ უკანა მხარეს, უკანალებს ხედავდნენ. სწორედ ასეთ მნიშვნელობას ატარებს კატალონიური სიტყვა “cul”.

ინგლისელი ავტორი, ფილ ბოლი, ამ საკითხზე საუბრისას ასეთ რამეს ამბობდა – “ერთადერთი, რისი დანახვაც შეიძლებოდა, უკანალების მწკრივი იყო”.

“ბარსელონა” მალევ, 1922 წელს, უფრო დიდ სტადიონზე “ლეს კორტსზე” გადაბარგდა და უკვე 20 000 ფანს ეძლეოდა თამაშის ყურების სიამოვნება. შემდეგში სტადიონის ტევადობა 60 000-მდე გაიზარდა.

“კამპ ნოუ” კი 1957 წელს გაიხსნა და დღესდღეობით ევროპის ყვლაზე დიდი სტადიონია. მიუხედავად ამისა, “ბარსელონას” ფანებს დღესაც “კულეების” სახელით მოიხსენიებენ.

televizorebi - ტელევიზორები
მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ფლორენტინო პერესი რამოსს ბოლო შანსს აძლევს

მადრიდის “რეალის” ლიდერის, სერხიო რამოსის, მომავალი ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული. სეზონის მიწურულს პრესაში აქტიურად იწერებოდნენ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესი: “არგენტინის ნაკრები ჩემზე დამოკიდებული არასდროს ყოფილა”

კატალონიის “ბარსელონასა” და არგენტინის საფეხბურთო ნაკრების სუპერვარსკვლავმა, ლეო მესიმ, კოპა ამერიკაზე გასამართი პირველი მატჩის წინ [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერიქსენი: “მე არ დავნებდები!”

იტალიურმა გაზეთმა Gazzetta dello Sport-მა კრისტიან ერიქსენის კომენტარი გაავრცელა. დანიის ნაკრებისა და მილანის “ინტერის” ნახევარმცველმა [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ემანუელ პეტიმ კილიან მბაპე საჯაროდ გააკრიტიკა

“არსენალისა” და საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ემანუელ პეტიმ, “პარი სენ-ჟერმენის” სუპერვარსკვლავ კილიან ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ყველამ იცის, რა მოხდა” – მბაპე ჟირუსთან ინციდენტზე

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა კილიან მბაპემ ოლივიე ჟირუსთან დაკავშირებულ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, 8 ივნისს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიდანი ჟურნალისტს: “მოდი, კამერების გარეშე მესაუბრეთ” (ვიდეო)

მადრიდის “რეალის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი ჟურნალისტის მიერ დასმულმა შეკითხვამ გააღიზიანა და მას კამერების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

‘თემურ ქეცბაია!’ – გაბრაზებული მარკო არნაუტოვიჩი გატანილი გოლის შემდეგ (

13 ივნისს, ევროპის ჩემპიონატზე ავსტრიის ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია 3:1 დაამარცხა. ავსტრიელთა სათადარიგო შემადგენლობაში იყო მარკო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო ერიქსენის ეპიზოდზე: “გუშინ ღმერთიც ფეხბურთს უყურებდა”

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე დანიისა და ფინეთის ნაკრებთა შორის გამართული მატჩის (0:1) მიმდინარეობისას ერიქსენი მოედანზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

37 წლის გორან პანდევის გოლი ევროპის ჩემპიონატზე (ვიდეო)

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ლგენდარულმა შემტევმა, გორან პანდევმა, ევროპის ჩემპიონატის პირველივე მატჩში შეძლო გოლის გატანა. როგორც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მგონი, თქვენ ჩემზე ცუდად ხართ” – კრისტიან ერიქსენი თანაგუნდელებს

დანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კასპერ ჰიულმანდმა დანიურ პრესასთან კრისტიან ერიქსენის შესახებ ისაუბრა. დანიელთა თავკაცის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ცხადაძემ “დინამოში” პირველი მატჩი მოიგო

ეროვნული ლიგის მე-17 ტურში “დინამო თბილისი” “სამტრედიას” ესტუმრა და 0-2 იმარჯვა. გოლები რადინისა და ახვლედიანის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შესაძლოა, ერიქსენმა ვეღარ ითამაშოს

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე დანიისა და ფინეთის ნაკრებთა შორის გამართული მატჩის (0:1) მიმდინარეობისას მომხდარი ფაქტის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“კრის, არ დანებდე, მიყვარხარ!” – სონმა გატანილი გოლი ერიქსენს მიუძღვნა (

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე კორეასა და ლიბანს შორის მიმდინარე მატჩის 66-ე წუთზე ჰეუნ-მინ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კასპერ ჰიულმანდი: “ფეხბურთელები უკვე ძალაგამოცილები იყვნენ”

დანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კასპერ ჰიულმანდმა ფინეთთან განცდილი მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. 49 […]...
წაკითხვა