რატომ გააძევა მსაჯმა ზლატან იბრაჰიმოვიჩი “პარმასთან” მატჩში? [ვიდეო]
იტალიის ჩემპიონატის 30-ე ტურის მატჩში “მილანმა” გასვლაზე “პარმას” დამარცხება შეძლო ანგარიშით 1:2. მატჩის მიმდინარეოსას ზლატან იბრაჰიმოვიჩი მოედნიდან გაურკვეველი მიზეზით გააძევეს.
Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, მატჩის მთავარმა არბიტრმა, ფაბიო მარესკამ, შვედ სუპერვარსკვლავს წითელი ბარათი სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო უჩვენა.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მატჩის მე-60 წუთზე მარესკას “ნაბიჭვარი” უწოდა [«bastardo»]. “მილანმა” ამ ბარათის გაუქმების მოთხოვნით უკვე მიმართა შესაბამის საბჭოს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს რეპლიკები მიკროფონის მიერ უნდა იყოს დაფიქსირებული. შესაბამისად, საბჭოს ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.
Ibrahimovic to Maresca: “So you don’t give a damn about what I say? It looks strange to me eh.”
Maresca then goes and shows him the red card [via @thelucafac]pic.twitter.com/FGMKRgYMbo
— Milan Eye (@MilanEye) April 10, 2021