რატომ გადაიდო ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი?
საქართველოს პირველი ჩოგნის, ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი 16 ივლისის ნაცვლად 24 აგვისტოს გაიმართება.
პროკურატურამ სასამართლოს სხდომის გადადების თხოვნით მიმართა, რადგან დამატებითი მტკიცებულებები შეაგროვოს. ბასილაშვილის ადვოკატი, ირმა ჭკადუა მიიჩნევს, რომ პროკურატურა ჩიხშია შესული და უტყუარი მტკიცებულები საქმეში არ არის.
თავის მხრივ, ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, ნელი დოროყაშვილის ადვოკატის განცხადებით, საქმეში არასრულწლოვანი ფიგურირებს და მისი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ლოგიკურია, პროკურატურის თხოვნა.
პროკურატურამ ნიკოლოზს ბრალი 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ-ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასწრულოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრზე ძალადობას გულისხმობს და სასამართლომ 100 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ბასილაშვილს წინააღმდეგ გამოცემული შემაკავებელი ორდერი უკვე გაუქმებულია.