რატომ გარიცხეს ჰარი კეინი “არსენალის” აკადემიიდან
“ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავდამსხმელი ჰარი კეინი ახალგაზრდულ წლებში ლონდონის “არსენალის” აკადემიიდან გარიცხეს. ამ გადაწყვეტილების მიზეზზე აკადემიის ყოფილმა დირექტორმა ლიამ ბრეიდიმ ისაუბრა. როგორც ირკვევა, “მეთოფეებმა” ფეხბურთელი ზედმეტი წონის გამო დაიწუნეს.
“სამწუხაროდ, ეს სიმართლეა. კეინი მსუქანი და არაათლეტური იყო, მაგრამ შევცდით.
მან მიზანდასახულობის წყალობით საოცარი კარიერა მოიწყო. კეინმა ეს დაიმსახურა. მისი ხასიათი აიძულებს მას, რომ მუდმივად განვითარების პროცესში იყოს”, – აღნიშნა ბრეიდიმ.
ჰარი კეინი “ტოტენჰემ ჰოთსპურის” ღირსებას 2011-2012 წლების სეზონიდან იცავს. მასსა და კლუბს შორის დადებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის ზაფხულამდე აქვს. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი Transfermarkt-ი კეინის სატრანსფერო ღირებულებას 120 მილიონ ევროდ აფასებს.
ინგლისელმა ფორვარდმა მიმდინარე გათამაშებაში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 33 მატჩი ჩაატარა, 32 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა მიითვალა.