რატომ შეცვალა ზინედინ ზიდანმა კრიშტიანუ რონალდუ?
მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ბილბაოს “ატლეტიკთან” მოგებული მატჩის (1-2) შემდეგ პრესასთან ისაუბრა.
“ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ფხიზლად ყოფნაა, წინ 11 მატჩი გველის და მათ მომზადებულები უნდა შევხვდეთ. ამ მომენტისთვის ლიდერები ჩვენ ვართ, თუმცა ეს არაფერს ცვლის.
“ატლეტიკთან” ძალიან რთული თამაში ჩავატარეთ. ბევრი ვიმუშავეთ გამარჯვების მოსაპოვებლად. თუმცა, წინ უფრო რთული მატჩებიც გველის და ამაზე არ უნდა გავჩერდეთ, ” – განაცხადა ფრანგმა მატჩის შემდეგ.
ზიდანმა კრიშტიანუ რონალდუს შეცვლის მიზეზებზეც ისაუბრა (79-ე წუთზე ის ისკომ ჩაანაცვლა): “ბოლოსკენ ჩავთვალე, რომ 4-4-2 ფორმაციით თამაში უფრო მომგებიანი იქნებოდა.კარიმ ბენზემა შესანიშნავად გამოიყურებოდა, ამიტომაც გადავწყვიტე რონალდუ შემეცვალა. სანერვიულო არაფერია, მისი შეცვლაც ისეთივე ჩვეულებრივი რამ არის, როგორც ნებისმიერი სხვა ფეხბურთელის.
ის ბედნიერია, გუნდმა მოიგო, რაც მისთვის მთავარია. მან, ბენზემამ და ბეილმა ბევრი იმუშავეს, ამიტომაც გადავწყვიტე ისკო და ალვარო მორატა ჩამერთო თამაშში, ” – დაამატა მან.