რატომ შეცვალეს ჰადსონ-ოდოი შემოსვლიდან 31 წუთში? (ვიდეო)
ლონდონის “ჩელსიმ” 25-ე ტურის მატჩში გასვლაზე “საუთჰემპტონთან” ყაიმი ითამაშა. ტაკუმი მინამინოს მიერ 33-ე წუთზე გატანილ გოლს 54-ე წუთზე მეისონ მაუნტმა უმასპინძლა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან.
აღსანიშნავია, რომ გერმანელმა სპეციალისტმა შესვენებაზე ტამი აბრაჰამის ნაცვლად მოედანზე ჰადსონ-ოდოი შემოიყვანა, რომცელიც 76-ე წუთზე შეცვალა.
“ჩვენ არ მოგვეწონა ჰადსონ-ოდოის მიდგომა, ენერგია და კონტრპრესინგი. აქედან გამომდინარე მისი შეცვლის გადაწყვეტილება მივიღეთ.
ვიცი, რომ ფეხბურთელისთვის ძალიან რთულია, როდესაც ასე გაყავხადთ. თუმცა ხვალ ამას ყველანი დავივიწყებთ. კალუმს, სავარაუდოდ, “ატლეტიკოსთან” მატჩშიც მიეცემა შანსი,” – განაცხადა ტუჰელმა.
There’s nothing more heartbreaking than watching a player get subbed on and subbed off in the same half. Hudson-Odoi’s reaction to it says it all. 🥲
Hang in there @calteck10 💪🏽#StadiumAstro pic.twitter.com/SocxpFfqtT
— Stadium Astro 😷 (@stadiumastro) February 20, 2021