რატომ უნდა ითამაშოს ფაბრეგასმა “ტოტენჰემის” წინააღმდეგ?

თარიღი: ნოემბერი 26, 2016

პრემიერ ლიგის მე-13 ტურის ცენტრალური მატჩის მთავარი გმირი შესაძლოა, ცესკ ფაბრეგასი გახდეს. ეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ კონტე ესპანელ ნახევარმცველს საყვარელი მეტოქის წინააღმდეგ თამაშის უფლებას მისცემს.

როგორც იცით, ბოლო დროს ცესკ ფაბრეგასი “სტემფორდ ბრიჯზე” თავის გამოჩენას ვეღარ ახერხებს. “ბარსელონასა” და “არსენალის” ყოფილმა ფეხბურთელმა პრემიერ ლიგის წლევანდელი სეზონის მხოლოდ ერთი მატჩი დაიწყო სასტარტოდან, რაც ნამდვილად არასახარბიელო შედეგია.

მაგრამ ფაქტი, რომ ცესკი “ტოტენჰემის” წინააღმდეგ გამორჩეულად პროდუქტიულია, შესაძლოა, მას დღევანდელი მატჩის პირველივე წუთებიდან დაწყებაში დაეხმაროს.

საქართველო

ცესკს “ტოტენჰემის” წინააღმდეგ გამართულ მატჩებში (პრემიერ ლიგა) 11 საგოლე პასი დაუგროვდა. მასზე მეტი საგოლე გადაცემა ერთი კონკრეტული კლუბის წინააღმდეგ კი მხოლოდ რაიან გიგზის ანგარიშზეა. ასე რომ, დღეს მას ამ რეკორდის დამხობის საკმაოდ რეალური შანსი აქვს.

მსგავსი სიახლეები