რატომ ვერ იასპარეზებენ ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონატზე?
16-18 აპრილს, პორტუგალიის დედაქალაქი ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა საქართველოს ნაკრების ის შემადგენლობა, რომელიც ლისაბონში გასამართ კონტინტენტის პირველობაზე იასპარეზებს.
შემადგენლობაში არ იყვნენ 81კგ წონითი კატეგორიის ლიდერები, ევროპის მოქმედი ჩემპიონი ლუკა მაისურაძე და ბრინჯაოსმედალოსანი ლუკა მაისურაძე. ამ ყოველივემ ბევრი კითხვა გააჩნია. ჩვენი ინფორმაციით, ტატო გრიგალაშვილს ტრავმა აწუხებს, ხოლო ლუკას კოვიდ-19 დაუდასტურდა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე:
-60 კგ: თემურ ნოზაძე
-66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი
-73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი
-90 კგ: ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ბექაური
-100 კგ: ვარლამ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე
+100 კგ: გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი
-52 კგ: მარიამ ჯანაშვილი, ტატიანა ლევიცკა-შუკვანი
-57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი
-70 კგ: მარიამ ჭანტურია
+78 კგ: სოფიო სომხიშვილი