რაული “რეალის” მწვრთნელობაზე: “ეს ჩემი სახლია და მინდა, რომ აქ ვიყო”
სეზონის დასასრულის მოახლოებასთან ერთად ესპანურ პრესაში აქტიურად იწერება მადრიდის “რეალიდან” ზიდანის წასვლის შესაძლებლობაზე. ფრანგი სპეციალისტის შემცვლელად რაულსა და მასიმილიანო ალეგრის განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ რაული “რეალის” მეორე გუნდს უდგას სათავეში. პრესის ბოლოდროინდელ ცნობებს თუ დავეყრდნობით, მის მიმართ ინტერესს ფრანკფურტის “აინტრახტი” იჩენს.
“ეს ჩემი სახლია და მინდა, რომ აქ ვიყო. მე ამ კლუბს ვემსახურები. ახლა არ არის იმის დრო, რომ სხვის მომავალზე ვისაუბრო.
წელს ბევრი რამ ვისწავლეთ. მას შემდეგ, რაც მწვრთნელობა გადავწყვიტე ვთვლი, რომ საუკეთესო გზა ამ საქმის ჩემ სახლში კეთებაა. სამი-ოთხი წელია, რაც ასეა.
გასაძლიერებლად გამოცდილების მიღება აუცილებელი რამ არის. მე ამ კლუბის კაცი ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით,” – აცხადებს მადრიდული კლუბის ლეგენდა.