რაული “რეალში” ბრუნდება

თარიღი: ივნისი 19, 2017

მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი რაული “სამეფო კლუბში” ბრუნდება.

“ასის” ცნობით, რაული “რეალის” გენერალური დირექტორის თანაშემწის თანამდებობაზე დაინიშნება. ესპანელი კლუბის ხელმძღვანელობასა და პერსონალს შორის ერთგვარი შუამავალი იქნება.

გარდა ამისა, რაული ვალდებებასში მდებარე “რეალის” საკლუბო ბაზის დირექტორი გახდება.

მსგავსი სიახლეები