რაული: “ვიცი, რომ ერთ მშვენიერ დღეს მადრიდში დავბრუნდები”
ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი თავის სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
მოგეხსენებათ, მცირე ხნის წინ რაულ გონსალესმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ის ბუცებს კედელზე ჩამოჰკიდებს.
“კარიერის დასრულების შემდეგ ნიუ-იორკში ცხოვრებას გავაგრძელებ. ვიცი, რომ ერთ მშვენიერ დღეს მადრიდში დავბრუნდები, მაგრამ ჯერჯერობით ეს ჩემს უშუალო გეგმებში არ შედის. ამ ეტაპზე ოჯახთან ერთად ვაგრძელებ ცხოვრებას, შემდეგ ვნახოთ, იქნება თუ არა რაიმე საინტერესო პროექტი”, – აცხადებს რაულ გონსალესი.
“იმისათვის, რომ გახდე მწვრთნელი, უნდა მოემზადო და საჭირო ლიცენზია მიიღო. ეს პროცესი არც დამიწყია, მაგრამ თუ ერთ დღეს გადავწყვეტ, რომელიმე კლუბის თავკაცი გავხდე, ისეთ გუნდში მუშაობა მენდომება, რომელსაც გამარჯვება შეუძლია”, – დაასრულა ესპანელმა.
შეგახსენებთ, 38 წლის რაული თავის ბოლო სეზონს “ნიუ-იორკ კოსმოსის” შემადგენლობაში ატარებს.