რაულმა „ნიუ-იორკ კოსმოსთან“ გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა
მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა რაულმა „ნიუ-იორკ კოსმოთან“ კონტრაქტი გააფორმა.
ოფიციალურად აშშ-ს მეორე დივიზიონში მოასპარეზე კლუბში 37 წლის მოთამაშის ტრანსფერი, სავარაუდოდ, ორ დღეში დადასტურდება.
გარდა ამისა, რაული კლუბის აკადემიაში მრჩეველადაც იმუშავებს. აღნიშნულ პოსტზე ესპანელი მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგაც იქნება.
შეგახსენებთ, რომ რაულმა „რეალის“ მაისურით 741 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, რომელშიც 323 გოლი გაიტანა. ბოლო წლებში გამოცდილი ფორვარდი „შალკე 04“-სა და ყატარის „ალ-სადის“ ღირსებას იცავდა.