რაზე საუბრობდნენ კლოპი და მილნერი ცვლილების შემდეგ?
მერსესაიდულმა “ლივერპულმა” ლონდონში “ვესტ ჰემთან” გამართულ მატჩში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა (1-3). ოპერატორებმა შეხვედრის მეორე ნახევარში, ჯეიმს მილნერის ცვლილების შემდეგ, კლოპსა და ინგლისელ ნახევარმცველს შორის გამართულ დიალოგზე გაამახვილეს ყურადღება.
მატჩის შემდეგ გერმანელ სპეციალისტს ჰკითხეს, თუ რატომ ჩანდა მილნერი ასეთი უკმაყოფილო თავდაპირველად: “შესვენებაზე ფორმაციის შეცვლა გადავწყვიტეთ და მილის უფრო სიღრმიდანუნდა ეთამაშა, როგორც ჯინის, ხოლო ტიაგო უფრო მაღლა უნდა აწეულიყო.
ყველაფერთან ერთად, მას მყესზე მცირე პრობლემაც ჰქონდა და ამიტომ ვუთხარით, რომ ნაკლები ერბინა და აქცენტი პასების გადანაწილებაზე გაეკეთებინა. ნათელი იყო, რომ მის გაყვანას ვაპირებდი, უბრალოდ ველოდებოდი, როდის შეძლებდა კურტისი სათანადოდ გახურებას.
როდესაც მოედნიდან გავიყვანე, მითხრა – “მეუბნები, რომ სიღრმიდან უნდა ვითამაშო, შემდეგ კი მოედნიდან გაგყავარ!” – თუმცა სალაჰის გოლის შემდეგ პოზიცია შეიცვალა: “ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება იყო!” – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.